შინაარსზე გადასვლა

ყაზახეთის სტეპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
10:31, 14 მაისი 2015-ის ვერსია, imported>David1010 (ახალი გვერდი: 250px|მინიატიურა|სტეპი აღმოსავლეთ ყაზახეთში '''ყაზ...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
სტეპი აღმოსავლეთ ყაზახეთში

ყაზახეთის სტეპი ან ყირგიზეთის სტეპი — დიდი ეკორეგიონი ცენტრალურ აზიაში. მოიცავს ჩრდილოეთ ყაზახეთსა და მის მიმდებარე რუსეთის ტერიტორიების სტეპებს. გადაჭიმულია დასავლეთით პონტოურ-კასპიურ სტეპამდე, ხოლო აღმოსავლეთით ემინის ველის სტეპამდე.

მდებარეობა

სტეპი გადაჭიმულია 2200 კმ-ზე კასპიისპირა დაბლობის აღმოსავლეთით და არალის ზღვის ჩრდილოეთით, ალტაიმდე. ეს მსოფლიოში უდიდესი სტეპური რეგიონია და მას დაახლოებით 804.5 ათასი კმ² უკავია. ტერიტორიის უდიდეს ნაწილს სტეპები, ნახევარუდაბნოები და უდაბნოები შეადგენენ.

რესურსები ინტერნეტში