მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები
„მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები“ | |
---|---|
ფაილი:Close Encounters poster.jpg | |
რეჟისორი | სტივენ სპილბერგი |
პროდიუსერი | |
სცენარის ავტორი | სტივენ სპილბერგი |
როლებში | |
მუსიკა | ჯონ უილიამსი |
ოპერატორი | ვილმოს ჟიგმონდი |
მონტაჟი | მაიკლ კანი |
სტუდია | EMI Films |
დისტრიბუტორი | Columbia Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 20 მილიონი აშშ დოლარი[3] |
შემოსავალი | 303.8 მილიონი აშშ დოლარი [3] |
მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები (ინგლ. Close Encounters of the Third Kind) — რეჟისორ სტივენ სპილბერგის 1977 წლის ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ფილმი. მასში მთავარ როლებს ასრულებენ რიჩარდ დრეიფუსი, ფრანსუა ტრიუფო, მელინდა დილონი, ტერი გარი, ბობ ბალაბანი და კერი გაფი. სიუჟეტის მიხედვით, როი ნირს, ინდიანელი პოლიციელის ცხოვრება იცვლება მას შემდეგ, რაც იგი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მთელ ესკადრილიას იხილავს.
მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები სპილბერგის დიდი ხნის ჩანაფიქრი იყო. 1973 წელს მან Columbia Pictures-თან სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმისთვის კონტრაქტი მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მხოლოდ სტივენია მისი სცენარისტი, სინამდვილეში მას სხვადასხვა ეტაპზე ეხმარებოდნენ პოლ შრეიდერი, ჯონ ჰილი, დევიდ გილერი, ჰოლ ბარვუდი, მეთიუ რობინსი და ჯერი ბელსონი. ფილმის სახელწოდება დოქტორ ჯოზეფ ალენ ჰაინეკის მიერ უცხო რასის წარმომადგენლებთან შეხვედრის კლასიფიცირებიდან მომდინარეობს. ამ დოკუმენტის მიხედვით, მესამე ხარისხის შეხვედრა გულისხმობს მათ ახლოს ხილვას. ფილმის ვიზუალური ეფექტები შეიმუშავა დაგლას ტრამბალმა, ხოლო კარლო რამბალდიმ შექმნა უცხოპლანეტელების დიზაინი.
ფილმის ბიუჯეტი შეადგენდა 20 მილიონ აშშ დოლარს. მისი პრემიერა გაიმართა 1977 წლის 16 ნოემბერს[4] და 23 ნოემბერს[5], შეზღუდული, მოგვიანებით კი — უფრო დიდი რაოდენობის კინოთეატრებში. კინოფილმი კრიტიკოსების მიერ აღიარებული იყო და ჰქონდა ფინანსური წარმატება. მსოფლიო მასშტაბით მისმა შემოსავალმა 337 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. ოსკარის 50-ე დაჯილდოებაზე მას მრავალი ჯილდო და ნომინაცია ერგო, ისევე, როგორც ბრიტანული კინოაკადემიის 32-ე, ოქროს გლობუსის 35-ე და სატურნის დაჯილდოების ცერემონიებზე. ამერიკის კინოინსტიტუტის მიერ აღიარებულმა ამ ნამუშევარმა 2007 წლის დეკემბერში კონგრესის ბიბლიოთეკაში ადგილი დაიკავა, როგორც „კულტურულად, ისტორიულად ან ესთეტიკურად აღსანიშნავმა“ კინოფილმმა. იგი აგრეთვე შეტანილია ფილმების ეროვნულ რეესტრში.[6] მისი სპეციალური გამოცემა, დამატებითი სცენებით, კინოთეატრებში ნაჩვენები იყო 1980 წელს. ფილმის მესამე მონტაჟი გამოვიდა VHS-ზე და LaserDisc-ის ფორმატში 1998 წელს, მოგვიანებით კი — DVD Blu-ray ფორმატებში.
რესურსები ინტერნეტში
- „მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- თარგი:Tcmdb title
- „მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები“ — Allmovie-ზე
- „Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted“ — Box Office Mojo-ზე
- „მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები“ — Rotten Tomatoes
სქოლიო
- ↑ Close Encounters of the Third Kind (A). British Board of Film Classification (December 16, 1977). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 21, 2017. ციტირების თარიღი: September 16, 2016.
- ↑ The Special Edition of Close Encounters of the Third Kind (A). British Board of Film Classification (August 14, 1980). ციტირების თარიღი: September 16, 2016.
- ↑ 3.0 3.1 Close Encounters of the Third Kind (1977). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: May 26, 2014.
- ↑ McBride, Joseph (1997) Steven Spielberg: A Biography Simon & Schuster pg 204
- ↑ Morton, Ray (2007) Close Encounters of the Third Kind: The Making of Steven Spielberg's Classic Film. Applause Theatre & Cinema Books, გვ. 298. ISBN 978-1-55783-710-3Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- ინგლისურენოვანი ფილმები
- ფილმები ანბანის მიხედვით
- 1970-იანების სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმები
- 1977 წლის ფილმები
- 1998 წლის საუნდტრეკები
- ფილმები უცხოპლანეტელების მიერ გატაცებაზე
- ამერიკული სათავგადასავლო ფილმები
- ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმები
- Arista Records-ის საუნდტრეკები
- Columbia Pictures-ის ფილმები
- სტივენ სპილბერგის ფილმები
- ჯონ უილიამსის საუნდტრეკები