შინაარსზე გადასვლა

სილოვან კაკაბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
10:54, 9 აპრილი 2023-ის ვერსია, imported>Gobrona
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაიბადა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაიცვალა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჟანრი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

სილოვან იოაკიმეს ძე კაკაბაძე (დ. 12 აგვისტო [ძვ. სტ. 31 ივლისი], 1895, ხონი — გ. 10 ივნისი, 1993, თბილისი) — ქართველი მოქანდაკე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1941), საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967), სტალინური პრემიის ლაურეატი (1941). სკკპ წევრი 1930 წლიდან.

სწავლობდა მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სტუდიაში (1921–1924). 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით. 1932 წლიდან იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მიღვაწეობას (1942 წლიდან — პროფესორი, 1936–1942 წლებში — რექტორი, 1950–1963 წლებში — ქანდაკების კათედრის გამგე).

მუშაობდა მონუმენტური და დაზგური ქანდაკების დარგში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი სკულპტურული პორტრეტები: „მეტყევე“ (1935), „რ. აღლაძე“ (1944), „ს. ჯანაშია“ (1946), „გ. ტაბიძე“ (1947), „სულხან-საბა ორბელიანი“ (1947), „კ. მარჯანიშვილის პორტრეტი“ (1951), „ნ. კალანდარიშვილი“ (1961–1967), „დ. გამრეკელი“ (1963), „გენერალი ნ. თავართქილაძე“ (1964), „თინათინი“ (1966), „ს. კლდიაშვილი“ (1969), „ციცინოს პორტრეტი“ (1970), „ახალგაზრდა ქართველი დედა“ (1978), „ი. ბერიტაშვილი“ (1979) და სხვა. აქვს შექმნილი ძეგლები: „ი. სტალინის“ (1936, ბრინჯაო, თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, აიღეს 1961 წელს), „ა. წულუკიძის“ (1946, ქვა, ხონი), „კ. ლესელიძის“ (1977, ბრინჯაო, ლესელიძე, აფხაზეთი). მისი ნამუშევრები დაცულია შ. მირიანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში, ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში (მოსკოვი), დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.

1975 წელს ლესელიძეში გაიხსნა კონსტანტინე ლესელიძის ძეგლი, რომლის ავტორი იყო სილოვან კაკაბაძე. აფხაზეთის ომის დროს 1992 წლის სექტემბერში ძეგლი განადგურდა. სილოვან კაკაბაძე დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში