შინაარსზე გადასვლა

ლესელიძე (დაბა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

დაბა
ლესელიძე
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted


Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size =

}}
[[ავტონომიური რესპუბლიკა (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|ავტონომიური რესპუბლიკა]] აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
[[მუნიციპალიტეტი (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მუნიციპალიტეტი]] გაგრის მუნიციპალიტეტი
შიდა დაყოფა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მმართველი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაარსდა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პირველი ხსენება [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]]
ფართობი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ცენტრის სიმაღლე 3
ოფიციალური ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოსახლეობა 969 კაცი (1989)
სასაათო სარტყელი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სატელეფონო კოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საფოსტო ინდექსი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საავტომობილო კოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ოფიციალური საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ლესელიძე[2][3] (აფხ. Гьечрыԥшь[4] [გჲეჩრჷფშ]; ყოფილი ერმოლოვსკი — გადაერქვა 1944 წლის 1 ივნისს[5]) — დაბა და თემის ცენტრი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე ფსოუს მარცხენა ნაპირზე, მისშესართავთან, რუსეთის საზღვართან, ზღვის დონიდან 6 მეტრზე, გაგრიდან 18 კილომეტრში, სოხუმი-სოჭის საავტომობილო და სარკინიგზო ხაზზე. დაბაში მოქმედებს რკინიგზის ბაქანი.

თარგი:საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

ისტორია

ეს სახელწოდება შედარებით ახალია. XIX საუკუნის 60-იან წლებამდე აქ არსებობდა სოფელი გეჩრიფშ. სახელწოდებას საფუძვლად უდევს ჯიქების თავადური საგვარეულოს გეჩ, გეჩბა ფუძე, რომლებიც 1864 წელს ოსმალეთში გადაასახლეს. სახელწოდება „გეჩბების მხარეს, საცხოვრისს“ ნიშნავს. XIX საუკუნის მიწურულს ერმოლოვსკი ეწოდა რუსეთის იმპერიის მიწათმოქმედებისა და ქონების მინისტრის ა. ს. ერმოლოვის პატივსაცემად, რომელმაც ეს ადგილები 1894 წელს შემოიარა. 1944 წელს ლესელიძე ეწოდა დიდი სამამულო ომის გენერლის კონსტანტინე ლესელიძის პატივსაცემად, რომელიც კავკასიის მისადგომებს იცავდა. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა კოლმეურნეობა რომლის პროფილი იყო მეთამბაქოეობა, მეხილეობა და მევენახეობა. ლესელიძის სადაბო საბჭოში ასევე შედიოდა სოფლები სალმე და სულევო. 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის შემდეგ აფხაზეთის რესპუბლიკამ უწოდა გეჩრიფში (Гьачрыҧшь//Гьечрыҧшь).

დემოგრაფია

1989 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობდა 969 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 969 -- --

კურორტი

ლესელიძე რესპუბლიკური მნიშვნელობის ზღვისპირა კლიმატური კურორტია. ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. იცის რბილი, უთოვლო ზამთარი და ცხელი ნოტიო ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 5,5 °C, აგვისტოსი – 23,4 °C. ნალექები 1250 მმ წელიწადში. მზის ნათების ხანგრძლივობა 1890 საათი. ძირითადი სამკურნალო საშუალებაა ზღვაში ბანაობა, თალასოთერაპია. სამედიცინო ჩვენება: გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სუნთქვის ორგანოთა ქრონიკული დაავადებები და ნერვული სისტემის ფუნქციური მოშლა. სეზონი მაისიდან ოქტომრამდე.

კონსტანტინე ლესელიძის ძეგლი

დაბაში იდგა კონსტანტინე ლესელიძის ბრინჯაოს ძეგლი. შეასრულა 1974 წელს მოქანდაკე ს. ი. კაკაბაძემ და აღმართეს მარმარილოს მაღალ პოსტამენტზე 1975 წელს. ლესელიძის ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ დღეს — 1975 წლის 9 მაისს. მიტინგზე გამოვიდა გენერლის ქალიშვილი იზოლდა ლესელიძე, რომელმაც თქვა:

ვიკიციტატა
„მე უსასრულოდ გახარებული გილოცავთ თქვენ ყველას გამარჯვების დღეს. ამ უდიდეს დღესასწაულს დაემთხვა მამაჩემის ძეგლის გახსნა. ეს ძეგლი არის არა მარტო მამაჩემის, არამედ ყველა იმათი, ვინც წავიდა საომრად საქართველოდან და არ დაბრუნდა სახლში...[6]

აფხაზეთის ომის დროს, 1992 წლის სექტემბერში, ქ. გაგრის დაცემის შემდეგ, სხვა ქართულ ძეგლებთან ერთად მიწასთან იქნა გასწორებული ძეგლიც. მისი შემდგომი ბედი უცნობია. ლესელიძის სკულპტურული პორტრეტის აღდგენა შეუძლებელია: არ შემორჩა მასალები არც მოქანდაკის სახელოსნოში, არც ქანდაკებათა თბილისის კომბინატში.

ლიტერატურა

სქოლიო

  1. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  2. თარგი:სგსოლ
  3. თარგი:სგსოლ
  4. В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
  5. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
  6. Газета «Авангард». Орган гагрского ГК КП Грузии и гагрского городского Совета депутатов трудящихся. 12 мая 1975 г. № 56 (4403). Выдающемуся полководцу. Открытие памятника Герою Советского Союза, генералу Леселидзе.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted