ღუნიბის პლატო
ღუნიბის პლატო | |
---|---|
ფაილი:Гуниб2.JPG | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | რუსეთის დროშა რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | დაღესტანი |
სიმაღლე | 2354 მ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ღუნიბის პლატო (რუს. Гуниб) — პლატო რუსეთში, დაღესტანში. წარმოადგენს რუსეთის ერთ-ერთ თვალწარმტაც მაღალმთიან პლატოს. გაწოლილია შიგა დაღესტანში, ავარიის ყოისუსა და ყარაყოისუს ქვემო დინებათა მდინარეთაშუეთში. სიმაღლე 2354 მ-მდე.[1] უმთავრესად აგებულია კირქვებით. ციცაბო კირქვული ფლატეები ღუნიბის პლატოს ანიჭებს ძნელმისადგომი ბუნებრივი ციხესიმაგრის იერს. მზიანი დღეების რაოდენობა წელიწადში 310 დღეა. აქაურ მაღალმთიან კლიმატს ახასიათებს უქარო ამინდები და ნისლიანობის უქონლობა. არის ჩანჩქერები, ბევრია წყარო. ღუნიბის პლატოს ფარგლებში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1550 მ სიმაღლეზეა კლიმატური კურორტი ღუნიბი, სადაც არის მუზეუმი და ბოტანიკური ბაღი. ღუნიბის პლატოდან მოჩანს დაღესტნის დიდი ნაწილი და კავკასიონის მწვერვალები. პლატოს ფარგლებში გუსტავ რადემ აღმოაჩინა აქამდე უცნობი არყის რელიქტური სახეობა, რომელმაც შემდგომში მიიღო სახელწოდება „რადეს არყი“.[2] აული ღუნიბი შამილის უკანასკნელი თავშესაფარი იყო ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დროს. 1859 წლის 25 აგვისტოს შამილი აქ ჩაბარდა ტყვედ რუსეთის ჯარებს.[3]
სქოლიო
- ↑ Гуниб | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-05. ციტირების თარიღი: 2020-06-05.
- ↑ Физическая география Дагестана, Москва, 1996
- ↑ Гюль К. К., Власова С. В., Кисин И. М., Тертеров А. А. Физическая география Дагестанской АССР. 1959.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted