შინაარსზე გადასვლა

ოთარ ჩუბინიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
17:34, 9 სექტემბერი 2023-ის ვერსია, imported>Irmaguru
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ოთარ ნიკოლოზის ძე ჩუბინიშვილი (დ. 16 აპრილი, 1941, თბილისი) — ქართველი ვიოლონჩელისტი და პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1980 წლიდან).

1965 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (პროფესორ კნუშევიცკის კლასი). იმავე წლიდან თბილისის ფილარმონიის სოლისტია. 1967 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგია. 1972 წლიდან უკრავს საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში. მის საშემსრულებლო ხელოვნებას კარგად იცნობენ რუსეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ავსტრიის, საფრანგეთის, ფინეთის, ნორვეგიის, დანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ბელგიის, ინგლისის, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მუსიკოსები და კლასიკური მუსიკის მოყვარულები.[1] 1990-1998 წლებში გერმანიაში მოღვაწეობდა.[2] ოთარ ჩუბინიშვილი არის ზაქარია ფალიაშვილისა (1975) და შოთა რუსთაველის პრემიების ლაურეატი. 1973 წელს ქალაქ ბუდაპეშტში ვაინერის სახელობის კვარტეტების საერთაშორისო კონკურსზე ჩუბინიშვილს მიენიჭა ლაურეატის წოდება (II პრემია, კვარტეტის სხვა წევრებთან ერთად) და პრემია უნგრული მუსიკის საუკეთესო შესრულებისათვის.[3]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted