დრილი
იერსახე
დრილი (Mandrillus leucophaeus) — ცხვირვიწრო მაიმუნი მანდრილის გვარისა. მამლის სიგრძეა 60-75 სმ, იწონის 50 კგ-მდე. აქვს დიდი საჯდომი კორძები. დრილი გავრცელებულია დასავლეთ აფრიკის ეკვატორულ ნაწილში. ბინადრობს ტყეში პატარა ჯოგებად. იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით. დედალი დრილი წელიწადში ერთხელ შობს ერთ ნაშიერს.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1978. — გვ. 639.