შინაარსზე გადასვლა

კაშალოტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
21:59, 13 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, imported>ოქროს ბოტი (top: „{{ტაქსოდაფა *“ → „{{ტაქსოდაფა“ using AWB)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
კაშალოტი
ფაილი:Physeter macrocephalus jumping.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Physeter catodon
დაცვის სტატუსი
<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

კაშალოტი (ლათ. Physeter catodon) — ძუძუმწოვარი ცხოველი კბილიანი ვეშაპების ქვერიგისა. მამლის სხეულის სიგრძე 20 მ აღწევს. მასა — 70 ტ; დედლისა, შესაბამისად, 15 მ, 30 ტ. კაშალოტის თავი წინიდან ბლაგვია, სხეულის საერთო სიგრძის თითქმის 1/3. შუბლის განყოფილებაში შეზრდილი საჰაერო პარკი აქვს. ზედა ყბების ფუძესთან არის სპერმაცეტის 6-ტონიანი ცხიმოვანი ბალიში. ზედა ყბა უკბილოა, ქვედაზე კი 18-30 წყვილი კბილია. მკერდის ფარფლები გრძელია, წვეროში მომრგვალებული. მამალი კაშალოტები გვხვდება თითქმის ყველა ოკეანეში, დედლები მხოლოდ ტროპიკულ წყლებში ბინადრობენ. კაშალოტი იკვებება თევზით, მოლუსკებით. ყვინთავს 1200 მ-მდე. ცოცხლობს 50 წლამდე. სარეწაო ობიექტია. იძლევა 9-10 ტ-მდე ცხიმს, 5 ტ-მდე სპერმაცეტს, ამბარს. კაშალოტების საერთო რაოდენობა თანდათანობით კლებულობს (მსოფლიო ოკეანეში 300 ათას ცალს არ აღემატება).

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=კაშალოტი&oldid=39431“-დან