შინაარსზე გადასვლა

თევზისმჭამელი ღამურასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
19:25, 24 მაისი 2018-ის ვერსია, imported>გიო ოქრო (მომხმარებელმა გიო ოქრო გვერდი „თევზისმჭამელი ღამურები“ გადაიტანა გვერდზე „თევზისმჭამელი ღამურასებრნი“: სახელის დაზუსტება)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
თევზისმჭამელი ღამურები
ესკიზის შექმნის შეცდომა:
დიდი თევზისმჭამელი ღამურა (Noctilio leporinus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  ხელფრთიანები
ოჯახი:  თევზისმჭამელი ღამურები
ლათინური სახელი
Noctilionidae (J. E. Gray, 1821)
დაცვის სტატუსი

შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს

<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

თევზისმჭამელი ღამურასებრნი ან კურდღლისტუჩიანები (ლათ. Noctilionidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი ხელფრთიანების რიგისა. მოიცავს 2 სახეობას. საშუალო ზომის ღამურები არიან. დიდი თევზისმჭამელი ღამურის სიგრძე 6,5–13,2 სმ-ს, ხოლო წონა 60-78 -ს აღწევს. თმის საფარველი მოკლეა. ახასიათებთ სქესობრივი დიმორფიზმი: მამლები ფერად მოწითალო ან ღია წითურები არიან, ხოლო დედლები — მონაცრისფრო-წითლები. გავრცელებულნი არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ნადირობენ ჯგუფებად, რომელშიც 5–15 წევრია გაერთიანებული. იკვებებიან მწერებით, თევზებით, ბაყაყებითა და კიბოსნაირებით. წყალში ყვინთავენ 20–50 სმ სიღრმეზე და ექოლოკაციის დახმარებით იჭერენ არც ისე დიდი ზომის (10 სმ-მდე სიგრძის) თევზებს. შეჯვარების პერიოდი სექტემბრიდან იანვრამდე მიმდინარეობს. მაკეობა 2 თვემდე გრძელდება. ველურ ბუნებაში 10–12 წლამდე ცოცხლობენ. თევზისმჭამელ ღამურებზე ნადირობენ გველები, ენოტები, კაკომიცლები, მცირე კატისებრნი და მტაცებელი ფრინველები.

კლასიფიკაცია

რესურსები ინტერნეტში