კრეოდონტები
იერსახე
კრეოდონტები (ლათ. Creodonta) — ამომწყდარი მტაცებელი ძუძუმწოვრების ქვერიგი. ცნობილი არიან პალეოცენიდან ადრეულ პლიოცენურ ეპოქამდე. ჰქონდათ გრძელი და დაბალი ქალა, პატარა ტვინის ქალა, ბლაგვი ჩლიქისმაგვარი ბრჭყალები და სხვა. კრეოდონტებს შორის იყვნენ მტაცებლები, ლეშისმჭამლები. კრეოდონტებიშეიცავდა 5 ოჯახის მრავალ გვარს. გავრცელებული იყვნენ აზიაში, ევროპაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. წარმოიშვნენ მწერიჭამიებისაგან. კრეოდონტებს ეკუთვნოდნენ ხმელეთის მტაცებლებისა და ფარფლფეხიანთა წინაპრები.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 26.