Sublime Mix — ფრანგი ელექტრონული მუსიკოს ჟან-მიშელ ჟარის 2006 წლის ალბომი,[1] რომელიც გამოიცა იაგუარის ავტომანქანების სარეკლამოდ. მასში შეტანილია ალბომის Geometry of Love 6 კომპოზიცია, უფრო ხანგრძლივი მიქსების სახით და მთლიანი Live Printemps de Bourges 2002. დისკი დაურიგდა ყველას, ვინც 2006 წელს შეიძინა იაგუარის Jaguar XK მანქანები.