Oxygène
Oxygène | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფაილი:Oxygene album cover.jpg | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
studio — | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გამოცემის თარიღი |
1976 (საფრანგეთი) ივლისი 1977 (მსოფლიო) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჩაიწერა | აგვისტო, 1976 – ნოემბერი, 1976 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჟანრი | ელექტრონული მუსიკა, ნიუ ეიჯი, ემბიენტი, პოპ მუსიკა, ჩილ-აუტი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ხანგრძლივობა | Script error: No such module "hms". | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლეიბლი | Disques Dreyfus | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროდიუსერი | ჟან-მიშელ ჟარი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჟან-მიშელ ჟარი — ქრონოლოგია | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
Oxygène — ფრანგი ელექტრონული მუსიკოს ჟან-მიშელ ჟარის 1976 წლის სტუდიური ალბომი. ეს არის მისი ყველაზე ცნობილი და ყველაზე წარმატებული ალბომი, რომელიც ჩაწერილია ჟარის შინაურ სტუდიაში, ანალოგურ და ელექტრონულ ინსტრუმენტებზე. ისტორიათავდაპირველად ჟარს გაუჭირდა დისკის გამოცემა. ალბომი მთლიანად ინსტრუმენტულია და რთული იყო ამ დისკიდან სარეკლამო სინგლის ამორჩევა. გამოსვლის შემდეგ იგი იქცა ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად და გაიყიდა 15 მილიონი ასლის ოდენობით. იმდროინდელი ელექტრონული ალბომების გვერდით, მაგალითად, Kraftwerk-ის რთულ, ფუტურისტულ ჟღერადობასთან, ან კოსმიურ Tangerine Dream-თან შედარებით, ეს ალბომი უფრო თავისუფალი, მელოდიური და კიდევ უფრო დამაჯერებლად კოსმიური ჟღერადობის იყო. „Oxygène“-ის მეორე ნაწილი ცნობილი გახდა ავსტრალიურ ფილმში გალიპოლი შეტანის შემდეგ. „Oxygène“-ის მეოთხე ნაწილი გამოიცა სინგლის სახით და იქცა ელექტრონული მუსიკის ჟანრში დაწერილ ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად. ალბომის რამდენიმე კომპოზიცია მოხვდა დაგლას ადამსის წიგნის ავტოსტოპით გალაქტიკაში რადიოდადგმაში. ჟარის ჟღერადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო რამდენიმე სინთეზატორი, რომლის საშუალებით მუსიკოსი ახდენდა ორიგინალური ხმოვანი ეფექტების გენერირებას. ალბომი მოხვდა ბრიტანული ჩარტის #2, ხოლო აშშ ჩარტის - #78 ადგილზე. 1997 წელს ჟარმა გამოუშვა ციკლის გაგრძელება Oxygène 7–13 (ასე მას ეწოდა, რადგანაც პირველ ალბომში 6 ნაწილისგან შემდგარი პიესა იყო შეტანილი). მასზე მუშაობისას გამოყენებული იქნა იგივე ინსტრუმენტები, რაც წინამორბედზე. 2007 წელს ჩაიწერა და გამოიცა ორიგინალური ალბომის ახალი ვერსია Oxygène: New Master Recording. ჟარმა იგი ჩაწერა საკუთარ სტუდიაში, იმავე ინსტრუმენტების დახმარებით, რაც პირველი ალბომის შექმნისას გამოიყენებოდა. აუდიო და ვიდეო ვერსიაში შეტანილია ორიგინალური ალბომის შესრულება, რამდენიმე მცირე დამატებითი ფრაგმენტით. ვიდეო ვერსია გამოვიდა სამგანზომილებიან ფორმატში - მაყურებელს, სპეციალური სათვალეების მეშვეობით, საშუალება აქვს ვირტუალურად აღმოჩნდეს ჟარის სტუდიაში, ისე თითქოს ეს მართლაც ხდებოდეს. 2008 წლის 20 იანვარს ბრიტანულმა The Mail on Sunday-მ ყოველ მკითხველს მისცა საშუალება მოესმინა 2007 წლის ახალი ვერსია - თითოეული ასლი უფასოდ მოჰყვებოდა გამოცემას. სიმღერების სიაყველა კომპოზიციის ავტორია ჟან-მიშელ ჟარი.
პერსონალიმუსიკალური ნაწყვეტები:
პერსონალი
Oxygène პოპულარულ კულტურაში
იხილეთ აგრეთვეჩარტები და სერტიფიცირებები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- მუსიკის ინფოდაფები ტიპის უცნობი პარამეტრით
- Certification Table Entry usages for France
- Pages using Certification Table Entry with unsupported award
- Certification Table Entry usages for United Kingdom
- ჟან-მიშელ ჟარის ალბომები
- 1976 წლის ალბომები
- 1977 წლის ალბომები
- ალბომების სერიები
- Disques Dreyfus-ის ალბომები