შუაღამის კოვბოი (ფილმი)
შუაღამის კოვბოი (ინგლ. Midnight Cowboy) — ჯონ შლეზინგერის ფილმი, რომელიც გადაღებულია ამავე სახელის ნოველის მიხედვით. ფილმში მონაწილეობენ დასტინ ჰოფმანი, ჯონ ვოითი, ბრენდა ვაკარო და სხვა. ფილმმა მოიგო სამი ოსკარი, მათ შორის საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი.
„შუაღამის კოვბოი“ | |
---|---|
ფაილი:Midnight Cowboy.gif ფილმის პოსტერი | |
რეჟისორი | ჯონ შლეზინგერი |
პროდიუსერი | ჯერემი ჰელმანი |
სცენარის ავტორი | ვალდო პრესმან სალტი |
ნაწარმოები | ჯეიმზ ლეო ჰერლიჰი |
როლებში |
დასტინ ჰოფმანი ჯონ ვოითი |
კომპოზიტორი | ჯონ ბარი |
მონტაჟი | ჰიუ ა. რობერტსონი |
სტუდია | United Artists |
გამოსვლის თარიღი | 25 მაისი, 1969 |
ხანგრძლივობა | 113 წუთი |
ქვეყანა | ესკიზის შექმნის შეცდომა: აშშ |
ენა |
ინგლისური იტალიური |
ბიუჯეტი | 3,6 მილიონი აშშ დოლარი[1] |
შემოსავალი | 44.8 მილიონი აშშ დოლარი[2] |
სიუჟეტი
ჯო ბაკი, რომელიც ტეხასის პატარა ქალაქის ერთ ბარში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობს, ნიუ-იორკში გაემგზავრება. მას გადაწყვეტილი აქვს დიდ ქალაქში როგორც ჟიგოლომ იცხოვროს. მაგრამ ჯო საკუთარ ამერიკულ ოცნებას ვერ აიხდენს. პირველივე ქალი, რომელთანაც მას ურთიერთობა ექნება, კესი, ჯოს მოსთხოვს ტაქსის ფულს და საოცრად გაბრაზდება, როცა ჯო ეტყვის, რომ თავად აპირებდა ფულის თხოვნას.
ჯო გაიცნობს უსახლკარო, ტუბერკულოზით დაავადებულ ენრიკო რიცოს, იგივე რატსოს. რატსო თავიდან ჯოს 10 დოლარს გამოართმევს და არ დაუბრუნებს, მაგრამ შემდეგ ბოდიშს მოიხდის და ჯოს საკუთარ ბინაში დაპატიჟებს, შემდეგ კი სხვა ჟიგოლოს კლიენტსაც მოჰპარავს ჯოსთვის.
რატსოსა ოცნება ფლორიდაში მოხვედრაა. მას შემდეგ, რაც ისინი თავშესაფარს დაკარგავენ, რატსოს მამის საფლავს მოინახულებენ, ამის შემდეგ კი რატსო, ნაცვლად იმისა, რომ ექიმს მიმართოს, დაარწმუნებს ჯოს, რომ ის ფლორიდაში მიმავალ ავტობუსში ჩასვას. იმისათვის, რომ ავტობუსის ბილეთის ფული იშოვოს, ჯო მოხუც კაცს სცემს და გაძარცვავს და ფლორიდის ავტობუსზე ბილეთებს იყიდის. რატსო მგზავრობის დროს მოკვდება.
როლებში
- დასტინ ჰოფმანი — ენრიკო სალვატორე „რატსო“ რიცო
- ჯონ ვოითი — ჯო ბაკი
- სილვია მაილსი — კესი
- ბრენდა ვაკარო — შირლი
- ბერნარ ჰიუზი — თაუნი
- ჯონ მაკგივერი — მისტერ ო'დანიელი
ჯილდოები
შუაღამის კოვბოი იყო ერთადერთი ფილმი, რომლის ჩვენებაზეც დაწესებული იყო ასაკობრივი ცენზი და გაიმარჯვა ოსკარზე.
ოსკარი
- საუკეთესო ფილმი
- საუკეთესო რეჟისორი: ჯონ შლეზინგერი
- საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: ვალდო სალტი
BAFTA
- საუკეთესო ფილმი
- საუკეთესო რეჟისორი: ჯონ შლეზინგერი
- საუკეთესო სცენარი: ვალდო სალტი
- საუკეთესო მონტაჟი: ჰიუ ა. რობერტსონი
- საუკეთესო მსახიობი კაცი: დასტინ ჰოფმანი
ჯონ ვოითმა ასევე მიიღო ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს დაჯილდოების პრიზები, როგორც იმედისმომცემმა მსახიობმა მამაკაცმა.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Balio, Tino (1987). United Artists: The Company That Changed the Film Industry. Madison: University of Wisconsin Press, გვ. 292. ISBN 9780299114404Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ Midnight Cowboy. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2012.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted