არხანგელსკის ოლქი
არხანგელსკის ოლქი - ოლქი რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილოეთით, მის შემადგენლობაშია ნენთა ავტონომიური ოკრუგი.
შეიქმნა 1937 წლის 23 სექტემბერს რსფსრ-ის ჩრდილოეთი ოლქის გაყოფის შემდეგ. შედის ჩრდილო-დასავლეთის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში. ფართობი 587 400 კმ2. მოსახლეობა 1262 ათასი კაცი (2009), სიმჭიდროვე - 2,1, , ქალაქის მოსახლეობის წილი - 73,4 %.
ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი არხანგელსკი.
მოსახლეობა
2002 წლის აღწერის მიხედვით ოლქში ცხოვრობს 1 294 993 კაცი (აქაც და შემდეგაც ნენთა ავტონომიური ოკრუგის გარეშე). მათ შორის:
- რუსები – 1 258 938 კაცი (95,21 %)
- უკრაინელები – 26 529 კაცი (2,05 %)
- ბელარუსები – 9986 კაცი (0,77 %)
- თათრები – 3072 კაცი (0,24 %)
- აზერბაიჯანელები - 2965 კაცი (0,23 %)
- ჩუვაშები - 1786 კაცი (0,14 %)
- გერმანელები - 1546 კაცი (0,12 %)
- მოლდოველები - 1280 კაცი (0,1 %)
- სომხები - 1133 კაცი (0,09 %)
ისტორია
ვიკინგების დროს ტერიტორია ცნობილი იყო ბიარმიის სახელით. XII საუკუნიდან ნოვგოროდის შემადგენლობაშია. XVIII საუკუნის დასაწყისიდან 1920-იანი წლების ბოლომდე არხანგელსკის გუბერნიის შემადგენლობაშია. 1929 წლის 14 იანვარს გაუქმდა არხანგელსკის, ვოლოგდისა და ჩრდილოეთის დვინის გუბერნიები და ჩამოყალიბდა ჩრდილოეთის მხარე. 15 ივლისს კი მხარის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ნენთა ეროვნული ოკრუგი (ამჟამად ნენთა ავტონომიური ოკრუგი).
რესურსები ინტერნეტში
- არხანგელსკის ოლქის საინფორმაციო პორტალი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- არხანგელსკის ოლქის ადმინისტრაცია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|