ურუქი
ძველი მესოპოტამია |
---|
ასირიოლოგია |
ქვეყნები / იმპერიები |
შუმერი: ურუქი – ური – ერიდუ |
ქიში – ლაგაში – ნიფური |
აქადის იმპერია: აქადი |
ბაბილონი – ისინი – სუზა |
ასურეთი: აშური – ნინევია |
დურ-შარუქინი – ნიმრუდი |
ბაბილონია – ქალდეა |
ელამი – ამორიტები |
ხურიტები – მითანი |
კასიტები – ურარტუ |
ქრონოლოგია |
შუმერის მეფეები |
ასურეთის მეფეები |
ბაბილონის მეფეები |
ენა |
ლურსმული დამწერლობა |
შუმერული ენა – აქადური ენა |
ელამური ენა – ხურიტული ენა |
მითოლოგია |
ენუმა ელიში |
გილგამეში – მარდუქი |
ურუქი — ძველი შუმერული და მოგვიანებით ბაბილონური ქალაქი. სავარაუდოდ მდებარეობდა მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით. ვარაუდობენ, რომ ერაყის სახელწოდება სწორედ ურუქისაგან წარმოიშვა.
ისტორია
დაარსდა ძვ. წ. IV ათასწლეულში. 1913 წლიდან აქ წარმოებულმა გათხრებმა გამოავლინეს შუმერული არქიტექტურის ძეგლები, ღვთააბა ინანას სატაძრო კომპლექსი, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. XXXIV საუკუნეს განეკუთვნება. ურუქი ამ ქალღმერთის საკულტო ქალაქად ითვლებოდა. ამავე ხანისაა პროტოლურსმნული დამწერლობით შესრულებული 500-მდე თიხის ფირფიტის ტექსტი, რომელთა მონაცემები ურუქის სამერუნეო ცხოვრების დწინაურებაზე მიუთითებს. ურუქის მმართველის ტიტული იყო ენ. ურუქის I დინასტიის წარმომადგენელია ძვ. წ. XXVII საუკუნის ლეგენდარული მეფე გილგამეში, რომელსაც შუმერული ეპოსი მიაწერს ურუქის კედლის მშენებლობას, მძაფრ ბრძოლებს ქიშის მეფე აგას წინააღმდეგ და სხვა საგმირო საქმეებს. ძვ. წ. XXIV საუკუნეში მეფე ლუგალზაგესის დროს ურუქი გაერთიანებული შუამდინარეთის დედაქალაქი იყო. დაახლოებით ძვ. წ. 2349 წელს ურუქი ხელში ჩაიგდო სარგონ აქადელმა. ძვ. წ. 2180 წელს ურუქის მეფე უთუხეგალი სათავეში ჩაუდგა თავისი ხალხის ბრძოლას დამპყრობელი გუთიების წინააღმდეგ და გაათავისუფლა ქვეყანა მათი 100-წლიანი ბატონობისგან. ძველ ბაბილონურ ხანაში ურუქი წარმოადგენდა მნიშვნელოვან სავაჭრო-ეკონომიკურ ცენტრს. ძვ. წ. VIII-III საუკუნეებში ურუქი ავტონომია იყო და გადასახადებისგან გაათავისუფლეს ასურეთისა და სპარსეთის მეფეებმა.
არტეფაქტები
ვარკას ნიღაბი, აგრეთვე ცნობილი როგორც „ქალბატონი ურუქიდან“ და „შუმერი მონა ლიზა“, თარიღდებ ჩვ.წ.აღ. 3100 წლით, არის ადამიანის სახის უძველესი გამოსახულება. მარმარილოში ნაკვეთი ქალის სახე სავარაუდოდ უნდა ეკუთვნოდეს ინანას. არის დაახლოებით 20 სანტიმეტრის სიმაღლის, შეიძლებოდა ყოფილიყო დიდი საკულტო სურათის ნაწილი. ის ერაყის ეროვნული მუზეუნმიდან 2003 წელს ბაღდადის აღების დროს დაიკარგა, შემდგომ იგივე წლის სექტემბერში იპოვეს და დააბრუნეს მუზეუმში. ურუქში აღმოჩენილი სამეურნეო და იურიდიული დოკუმენტები ძვირფასი წყაროა ძველი და გვიანდელი ბაბილონური ხანის შუამდინარეთის ეკონომიკური ცხოვრების სურათის აღსადგენად.
გალერეა
-
ლუგალ-კისალ-სი, ურუქის მეფე
-
ვარკას ნიღაბი
-
ხარის სკულპტურა, ჯემტედ-ნასრის პერიოდი, ჩვ.წ.აღ. 3100
ლიტერატურა
- შარაშენიძე, ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 183.
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Kuhrt, Amélie (1995). The Ancient Near East. London: Routledge, გვ. 782. ISBN 0-415-16763-9Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
რესურსები ინტერნეტში
- Earliest evidence for large scale organized warfare in the Mesopotamian world (Hamoukar vs. Uruk?
- Uruk at CDLI wiki Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Lament for Unug Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted