შინაარსზე გადასვლა

ანტონიო ვალენსია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
13:26, 23 ივლისი 2024-ის ვერსია, imported>Arkaitz1974
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ლუის ანტონიო ვალენსია მოსკერა (ესპ. Luis Antonio Valencia Mosquera; დ. 4 აგვისტო, 1985, ლაგო-აგრიო) — ეკვადორელი ვეტერანი ფეხბურთელი. კარიერის დიდი ნაწილი გაატარა ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედში“. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე.

კარიერა

ანტონიო ვალენსიამ კარიერა დაიწყო კლუბ „ელ ნასიონალში“. 2005 წელს გადავიდა ესპანურ „ვილიარეალში“, მაგრამ თითქმის მთელი 2005-2006 სეზონი იჯარით კლუბ „რეკრეატივოში“ გაატარა. შემდეგი სეზონის დასაწყისში არენდის მიხედვით ერთი სეზონი გადავიდა ინგლისურ კლუბ „უიგანში“. მისი დებიუტი შედგა 2006 წლის 19 აგვისტოს „ნიუკასლის“ წინააღმდეგ, ეს თამაში „უიგანმა“ 2-1 წააგო. ინგლისურ კლუბში პირველი გოლი გაიტანა 2006 წლის 21 ოქტომბერს „მანჩესტერ სიტის“ კარში. „უიგანმა“ იჯარა კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივა. 2008 წლის 18 იანვარს ანტონიო ვალენსია ოფიციალურად გადავიდა „უიგანში“ და კლუბთან სამ წელიწად ნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

მანჩესტერ იუნაიტედი

2009 წლის 30 ივნისს ვალენსიამ ხელი მოაწერა ოთხწლიან კონტრაქტს მანჩესტერ იუნაიტედთან. ტრანსფერის ღირებულება უცნობია, მაგრამ ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ის შეადგენდა 16 მილიონს.

სანაკრებო კარიერა

ვალენსიას დებიუტი ნაკრებში შედგა 2005 წლის 27 მარტს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, პარაგვაის წინააღმდეგ. ეს თამაში ეკვადორმა 5-2 მოიგო, ვალენსიამ დუბლი შეასრულა. მან მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატში, 2006 წელს. მისი შედეგების მიხედვით, ის ნომინირებული იყო „მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში“. ის ასევე ნომინირებული იყო მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად, მაგრამ ეს პრიზი საბოლოოდ ლუკაშ პოდოლსკიმ მიიღო.

ნაკრებში 2004 წლიდან ითამაშა 99 თამაში და გაიტანა 11 გოლი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted