შინაარსზე გადასვლა

ამპლიტუდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
16:53, 5 ივნისი 2022-ის ვერსია, 176.221.170.199 (განხილვა) (პიკური ამლიტუდა)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ფიზიკაში ამპლიტუდა არის მერხევი სიდიდის მაქსიმალური გადახრა წონასწორობის მდგომარეობიდან. მაგალითად, ბგერითი ტალღის ამპლიტუდა არის ტალღის გავრცელების დროს წნევის რხევის მაქსიმალური გადახრა წონასწორობის მდგომარეობიდან.

წარმოდგენები

სინუსოიდალური წირი
1 = (პიკური) ამპლიტუდა (U^),
2 = პიკებს (მაქსიმუმებს) შორის ამპლიტუდა (2U^),
3 = საშუალო კვადრატული ამპლიტუდა (U^/2),
4 = პერიოდი

მაქსიმუმებს შორის ამპლიტუდა

მაქსიმუმებს შორის ამპლიტუდა არის მერხევი სიდიდის მაქსიმალურ გადახრებს შორის სხვაობა. სინუსოიდური ტალღისათვის მაქსიმუმებს შორის ამპლიტუდა (პიკური) ამპლიტუდის გაორმაგებული მნიშვნელობის ტოლია (იხილე სურათი).

პიკური ამლიტუდა

პიკური ამპლიტუდა, ან უბრალოდ ამპლიტუდა არის რაიმე სიგნალის გავრცელებისას/რხევისას მაქსიმალური გადახრა წონასწორობის მდგომარეობიდან.


საშუალო კვადრატული ამპლიტუდა

საშუალო კვადრატული ამპლიტუდა ხშირად გამოიყენება ელექტრობასა და მომიჯნავე დარგებში. ის განისაზღვრება როგორც წონასწორობის მდგომარეობიდან გადახრის საშუალო კვადრატული მნიშვნელობა. სინუსოიდური ტალღისთვის საშუალო კვადრატული საშუალო ამპლიტუდა არის ამლიტუდა/21/2.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted