შინაარსზე გადასვლა

პერგამონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
00:20, 30 დეკემბერი 2023-ის ვერსია, imported>გიო ოქრო (წაიშალა კატეგორია:ძველბერძნული ქალაქები; დაემატა კატეგორია:ძველი საბერძნეთის ქალაქები)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ესკიზის შექმნის შეცდომა:

პერგამონი (იგივეა, რაც პერგამოსი. ბერძ. Πέργαμος ან Πέργᾰμον) — ანტიკური ქალაქი მცირე აზიის სანაპიროზე, ისტორიულ მიზიაში (ბერძ. Μυσία), დღევანდელ თურქეთში, იზმირის პროვინციაში შემავალ ქ. ბერგამას ჩრდილო-დასავლეთით. მდებარეობს 26 კმ-ში ეგეოსის ზღვიდან, მდ. კაიკოსის, დღევანდელი ბაკირჩაის (თურქ. Bakırçay) ჩრდილო სანაპიროზე.

ქალაქი დაარსდა ძვ. წ. XII საუკუნეში ბერძენი მოახალშენეების მიერ. ელინისტურ ხანაში, ძვ. წ. 283–133 წლებში იყო პერგამონის სამეფოს დედაქალაქი, ატალიდების დინასტიით სათავეში. პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაფურჩქვნას მიაღწია ევმენოს I-ს (ძვ. წ. 263–241) და ევმენოს II-ს (ძვ. წ. 197–159) მეფობის დროს. იყო ელინისტური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკური და კულტურული ცენტრი.

ელინისტურ ხანაში პერგამონს გარს ერტყა მძლავრი გალავანი ე. წ. ევმენეს კარიბჭით. ქალაქს გადმოჰყურებდა ტერასებად განლაგებული აკროპოლისი, ზედა ბაქანზე იყო მეფეთა სასახლეები, არსენალი და ტრაიანეუმი, ქვემოთ ათენა ნიკეფოროსის სამლოცველო.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: