ჯუმას ყურე
ჯუმას ყურე, კაკლისყურე, ალაზნის ჭალა — ბუნების ძეგლი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ზღვის დონიდან 165 მ სიმაღლეზე.[1] შედის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში. წარმოადგენს მდინარე ალაზანში შეჭრილ, ნახევარკუნძულის ფორმის მქონე ყურეს, რომლის ყელის სიგანე 30–40 მ არ აღემატება,[2] ხოლო ფართობი 201 ჰა-ია.[3] სადღეისოდ სრულყოფილად მხოლოდ ამ ყურეშია შემორჩენილი ალაზნის ხეობისათვის დამახასიათებელი ლეშამბოიანი ჭალის ტყეები, რომელიც ფლორისტულად ძალიან მდიდარია. საქართველოში მხოლოდ ამ ყურეშია კაკლის ბუნებრივი ვრცელი ჰაბიტატი, სადაც გიგანტური იფნების, ჭალის მუხებისა და თელების მხოლოდ ერთეული ეგზემპლარები შემორჩა. სახელწოდება „კაკლის ყურეც“ აქედან უნდა მომდინარეობდეს.[2] ჯუმას ყურე ბუნების ძეგლია.[1]
ჯუმას ყურე | |
---|---|
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
| |
მდებარეობა | კახეთის მხარე |
ქვეყანა | საქართველოს დროშა საქართველო |
უახლოესი ქალაქი | დედოფლისწყარო |
ფართობი | 201 ჰა |
დაარსდა | 2003 |
მმართველი ორგანო | დაცული ტერიტორიების სააგენტო |
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 დაცული ტერიტორიების სააგენტო | ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლი
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს ეროვნული პარკები | ვაშლოვანის ეროვნული პარკი
- ↑ საქართველოს კანონი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ ka. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 26 დეკემბერი, 2022
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted