კახეთის მხარე
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
კახეთის მხარე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
| |||||
ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size = }} | ||||
ადმ. ცენტრი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
შიდა დაყოფა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
სახელმწიფო რწმუნებული | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
დაარსდა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
პირველი ხსენება | [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] | ||||
ფართობი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ოფიციალური ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მოსახლეობა | 318 583 (2014) კაცი | ||||
სიმჭიდროვე | 28,2 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 85,16 % აზერბაიჯანელები 10,16 % ქისტები 1,75 % ოსები 0,79 % სომხები 0,69 % რუსები 0,60 %[1] | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა |
მართლმადიდებლები 85,75 % მუსლიმები 12,14 %[2] | ||||
გაუქმდა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
სასაათო სარტყელი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
სატელეფონო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საფოსტო ინდექსი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საავტომობილო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ოფიციალური საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კახეთის მხარე — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების კახეთის, ჰერეთის (ნაწილობრივ) და თუშეთის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-KA.
ადმინისტრაციული დაყოფა
კახეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:
ზოგადი ცნობები
მხარის ფართობი შეადგენს 11 310 კვ.კმ–ს, მოსახლეობა — 318 583, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე — 28,2 კაცს. მოსახლეობის 85,16 % ქართველია, 10,16 % აზერბაიჯანელი, 4,68 % სხვა ეროვნებების წარმომადგენელი. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თელავი. მხარეში 285 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
- ქალაქი — 9: ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი, წნორი;
- სოფელი — 276.
ადგილობრივი მმართველობა
მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: ქალაქის მერია — 1, მუნიციპალიტეტის გამგეობა — 8, სოფლის საკრებულო — 110. მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული. ამ თანამდებობაზე, რომელიც შემოღებულ იქნა 1993 წლის დეკემბერში, დღემდე მუშაობდნენ:
- 1993 — ლევან თედიაშვილი
- 1995 — გიორგი არსენიშვილი
- 2002 — ბიძინა სონღულაშვილი
- 2003 — თამაზ ხიდეშელი
- 2004 — პეტრე ცისკარიშვილი
- 2006 — გია ნაცვლიშვილი
- 2008 — ლევან ბეჟაშვილი
- 2008 — გიორგი ღვინიაშვილი
- 2012 — ზურაბ ჭიაბერაშვილი
- 2013 — ირაკლი შიოლაშვილი
- 2016 — ირაკლი ქადაგიშვილი
- 2021 — ირაკლი შიოშვილი[3]
- 2022 — გიორგი ალადაშვილი[4]
ისტორია
მხარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში:
- კახეთი
- თუშეთი
- კახეთის სამთავრო
- კახეთ-ჰერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო
- საქართველოს ისტორია
მოსახლეობა
ამჟამად კახეთში 320 ათასამდე მცხოვრებია (საქართველოს მოსახლეობის თითქმის 9 %). უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე მისი მოსახლეობა შედარებით ნელა იზრდებოდა, რაც განპირობებული იყო ზომიერი ბუნებრივი მატებითა და სოფლიდან ქალაქში მიგრაციით. კახეთში მოსახლეობის სიმჭიდროვე 28,2 კაცს უდრის ერთ კვადრატულ კილომეტრზე. კახელები ძირითადად ივრის ზეგნის ჩრდილოეთ ნაწილში — ალაზნის ველის მიმდებარე გორაკ-ბორცვიან ზოლში ცხოვრობენ.
მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი[5] | 2002 წ. აღწ. | 2014 წ. აღწ. | 2016 ' | 2017 ' | 2018 ' |
---|---|---|---|---|---|
კახეთი | 407 182 | 318 583 | 317 800 | 315 900 | 314 700 |
ახმეტის | 41 641 | 31 461 | 31 000 | 30 500 | 30 200 |
გურჯაანის | 72 618 | 54 337 | 53 900 | 53 500 | 53 100 |
დედოფლისწყაროს | 30 811 | 21 221 | 21 300 | 21 200 | 21 100 |
თელავის | 70 589 | 58 350 | 57 700 | 57 200 | 56 600 |
ლაგოდეხის | 51 066 | 41 678 | 41 600 | 41 500 | 41 400 |
საგარეჯოს | 59 212 | 51 761 | 52 100 | 52 100 | 52 300 |
სიღნაღის | 43 587 | 29 948 | 30 000 | 29 800 | 29 700 |
ყვარლის | 37 658 | 29 827 | 30 100 | 30 200 | 30 300 |
ეთნიკური შემადგენლობა
კახეთის ეროვნული შედგენილობა მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. აქ უმრავლესობა (85 %) ქართველია. აქ ასევე ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, ქისტები, ოსები, რუსები და სომხები.
ეკონომიკა
კახეთის მხარე სასოფლო-სამეურნეო რეგიონია, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მევენახეობა. რეგიონის ღვინის წარმოებაში აშშ-სა და საფრანგეთის ინვესტიციებია წარმოდგენილი. საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ნავთობის გარკვეული მარაგებია. 2004 წელს ჩინური კაპიტალის მონაწილეობით აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა ხადორის ჰესი. მხარისათვის პერსპექტიულია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება (დავით გარეჯის კომპლექსი, ალავერდი, იყალთო და სხვა).
ღირსშესანიშნაობები
მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
- ალავერდის ეკლესია
- იყალთოს მონასტერი
- დავით გარეჯის მონასტერი
- გრემის ნაქალაქარი
- ნეკრესის ეკლესია
- წინანდალი ალ. ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- საქართველოს მუზეუმები — კახეთი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ georgia-ethnic-2014
- ↑ georgia-religion2014
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted[მკვდარი ბმული]
- ↑ Georgia division
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
|