ერიკა ელენიაკი
ერიკა ელენიაკი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ერიკა ელენიაკი 2011 წელს | |
დაბადების სახელი | ერიკა მეია ელენიაკი |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
რეზიდენცია | აშშ |
საქმიანობა |
მსახიობი ფოტომოდელი |
აქტიური | 1982–დღემდე |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მეუღლე(ები) | როჩ დეიგლი |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ერიკა მეია ელენიაკი (ინგლ. Erica Maya Eleniak; დ. 29 სექტემბერი, 1969, გლენდეილი, აშშ) — ამერიკელი ტელე-კინომსახიობი და ფოტომოდელი[1]. მეტად ცნობილია სერიალიდან „მაშველები“ (1989-1992).[2]
ბიოგრაფია
ერიკა ელენიაკი დაიბადა კალიფორნიის შტატის ქალაქ გლენდეილში. მამამისი დაიბადა ქალაქ ედმონტონში და აქვს უკრაინული გენეალოგია, ხოლო დედამისი ესტონური და გერმანული წარმოშობისაა.[3] მისი მშობლები გაშორებულები არიან. ელენიაკი პირველად ტელეეკრანზე გამოჩნდა 12 წლის ასაკში, სადაც მიიღო მცირე ეპიზოდური როლი სტივენ სპილბერგის ფილმში „უცხოპლანეტელი“. თავდაპირველად ეპიზოდურ როლებს იღებდა ტელევიზიაში. 1988 წელს ითამაშა ფილმში „წვეთი“.
1989 წელს ერიკა ელენიაკი ჟურნალ „პლეიბოის“ თვის გოგო გახდა.[4] სულ მალე ერთ-ერთი მთავარი როლი მიიღო სერიალში „მაშველები“. სერიალის გადასაღებ მოედანზე 3 წელი დაყო. „მაშველების“ მოტივებზე ორ ტელეფილმში ითამაშა და დატოვა სერიალი, რათა ბედი ეცადა კინოინდუსტრიაში. ფილმების „მცველისა“ (1994) და „პირომანიაკის სასიყვარულო ისტორიის“ (1995) ჩავარდნის შემდეგ, ელენიაკი თამაშობდა მხოლოდ „ბ“ კატეგორიის ფილმებსა და ტელეფილმებში. 1992 წელს ითამაშა დიდბიუჯეტიან ფილმში „ალყაში“. 1994 წელს ტომ ბერენჯერთან ერთად ითამაშა ფილმში „მცველი“, ხოლო 1998 წელს მაიკლ აირონსაიდთან ერთად ფილმში „ტყვე“. იმავე წელს გამოჩნდა ფილმში „პანდორას პროექტი“. 2004 წელს ავრორა ეშის როლი შეასრულა ფილმში „დრაკულა 3000“, ხოლო 2006 წელს გამოჩნდა ფილმში „აბსოლუტური ნული“. 2010 წელს ითამაშა ტელესერიალებში: „C.S.I.: დანაშაულის ადგილი: მაიამი“ და „სასოწარკვეთილი დიასახლისები“. 2005 წელს გამოჩნდა ერთ-ერთ რეალიტი-შოუში.[5] ერიკა ელენიაკი ძირითადად 1990-იან წლებში იყო პოპულარული.
1998 წელს ერიკა ელენიაკი ცოლად გაჰყვა ფილიპ გოლიას[6], რომელთანაც ურთიერთობა 1999 წლამდე ჰქონდა. 2005 წელს ელენიაკი მეორეჯერ გათხოვდა. ამჯერად მისი რჩეული გახდა როჩ დეიგლი, რომლისგანაც 2006 წელს ქალიშვილი შეეძინა.[7]
ფილმოგრაფია
წელი | ქართული სახელი | ორიგინალი | როლი |
---|---|---|---|
1982 | უცხოპლანეტელი | E.T. | |
1987 | ჩარლზის დაბრალება | Charles in Charge | |
1988 | წვეთი | The Blob | |
1989 | მაშველები | Baywatch | |
1992 | ალყაში | Under Siege | |
1993 | სოფლელი ბევერლი ჰილზიდან | The Beverly Hillbillies | |
1994 | მდევრები | Chasers | |
1995 | გოგონა კადილაკში | Girl In The Cadillac | |
1996 | სისხლიანი საროსკიპო | Bordello of Blood | |
1998 | ტყვე | Captive | |
1998 | პანდორა | Pandora Project | |
1999 | საფინალო ვოიაჟი | Final Voyage | |
1999 | პანიკა ნიუ-იორკში | Aftershock: Earthquake in New York | |
2000 | ოპონენტი | Opponent | |
2002 | აპოკალიფსისი | Shakedown | |
2004 | დრაკულა 3000 | Dracula 3000 | |
2005 | აბსოლუტური ნული | Absolute Zero | |
2010 | სხვის ხელში გადასვლა | Changing Hands |
რესურსები ინტერნეტში
- ერიკა ელენიაკი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაშიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ერიკა ელენიაკი TCM-ის კინოფილმების მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
- ↑ ერიკა ელენიაკის ბიოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-20. ციტირების თარიღი: 2009-02-08.
- ↑ Dreaming of her Baywatch days? Erika Eleniak is no longer a fresh-faced beauty
- ↑ Erika Eleniak FAQ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-20. ციტირების თარიღი: 2007-02-24.
- ↑ Erica Eleniak
- ↑ Gilligan's' black Professor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-11-06. ციტირების თარიღი: 2012-01-21.
- ↑ ერიკა ელენიაკი და ფილიპ გოლია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, Life magazine, accessed November 28, 2010.
- ↑ Celebrity Fit Club 4, Vh1, August 6, 2006
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted