ულმის კამპანია
თარგი:Stack ულმის კამპანია
წინაპირობები
ლა-მანშის გადალახვისა და ინგლისში შეჭრის მიზნით ნაპოლეონმა ბულონში დაიწყო არმიის ჩამოყალიბება. დიდ ბრიტანეთს ამ საფრთხემ უბიძგა საფრანგეთის იმპერიის წინააღმდეგ ახალი კოალიციის შექმნისკენ. დიდი ბრიტანეთის პირველი ევროპელი მოკავშირე რუსეთი გახდა. კოალიციის კიდევ ერთი წევრი ავსტრია გახდა. საფრანგეთთან წინა დაპირისპირებების შედეგად ის მნიშვნელოვნად დაზარალებულიყო და ევროპაში საკუთარი მდგომარეობის აღსადგენად ისიც გახდა საფრანგეთის წინააღმდეგ რიგით მესამე კოალიციაში ჩაბმული.
მესამე კოალიციის შექმნის დაჩქარება ასევე განაპირობა 1804 წლის მარტში ნაპოლეონის მიერ ენგიენის ჰერცოგის სიკვდილით დასჯამ, რაც შემდეგ გახდა კოალიციის შექმნის საბაბი. ევროპული მონარქიების აღშფოთება ასევე გამოიწვია იმან, რომ ჰერცოგი დააკავეს ბადენში ნეიტრალურ ტერიტორიაზე.[1]
მოწინააღმდეგეთა არმიები და გეგმები
ავსტრია
საფრანგეთი
გამომდინარე იქიდან, რომ მესამე კოალიციის ომი მაშინ დაიწყო, როდესაც ნაპოელონი ბრიტანეთის დალაშქრისთვის ემზადებოდა, მან საბრძოლო მოქმედებების ძირითად ასპარეზზე ჩართო ბულონის ბანაკში მომზადებული არმია, რომელსაც შემდეგ დიდი არმია ეწოდა. არმია იყოფოდა 7 კორპუსად, რომელსაც სათავეში ნაპოლეონის მარშლები ედგნენ. თითოეულ მათგანში შედიოდა ელემენტები ყველა ტიპის სამხედრო ძალებიდან და წარმოადგენდა პატარა არმიებს, რომლებიც საერთო ჯამში ქმნიდნენ დიდ არმიას. მაშინ, როდესაც კორპუსებს ჰქონდათ დამოუკიდებელი ოპერაციებისა და დახმარების მისვლამდე თავის დაცვის უნარი, როგორც წესი ისინი გადადგილდებოდნენ 1 დღის სავალ მანძილზე ერთმანეთისგან. საერთო ფრონტზე ცალ-ცალკე მარშირება არმიას მობილურობას და მანევრირების უნარს მატებდა, რის მეშვეობითაც ის ხშირად ახერხებდა მოწინააღმდეგე არმიასთან მოულოდნელ მიახლოებას.[2][3] კორპუსებში შემავალი კავალერიისა და არტილერიის გარდა არმიას ასევე გააჩნდა მათი ცალკეული დანოყოფები და საიმპერატორო გვარდია, რომელიც ნაპოლეონის პირადი დაცვის ფუნქციას ასრულებდა. დიდ არმიასთან ერთად ულმის კამპანიაში იბრძოდა 25,000-იანი ბავარიული არმია.[4]
კორპუსი | მეთაური | ინფანტერიის დივიზიონი |
კავალერიის დივიზიონი |
ბატალიონი | ესკადრონი | საერთო რაოდენობა |
---|---|---|---|---|---|---|
ბერნადოტი | 2 | 1 | 18 | 16 | 17,737 | |
მარმონი | 3 | 1 | 25 | 12 | 20,758 | |
დავუ | 3 | 1 | 28 | 12 | 27,452 | |
სულტი | 4 | 1 | 40 | 12 | 41,358 | |
ლანი | 2 | 1 | 18 | 16 | 17,788 | |
ნეი | 3 | 1 | 25 | 12 | 24,409 | |
ოჟერო | 2 | — | 16 | 4 | 14,850 | |
მიურატი | — | 6 | 8 | 120 | 23,415 | |
ბესიერი | — | — | 12 | 8 | 6,278 | |
194,045 |
დაპირისპირება
შედეგები
ლიტერატურა
სქოლიო
- ↑ გრეგორი ფრემონ-ბარნსი, ტოდ ფიშერი, ბერნარდ კორნველი - ნაპოლეონის ომები: იმპერიის აღზევება და დაცემა, დიდი ბრიტანეთი, 2004, გვ.24
- ↑ Smith, Rupert (2005). The Utility of Force. London: Penguin Books, გვ. 35-38. ISBN 978-0-141-02044-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ Albert Sidney Britt, Thomas E. Griess - The wars of Napoleon, 2003, USA, p.33-34
- ↑ David G. Chandler, The Campaigns of Napoleon. p. 384.
- ↑ Dumolin - Precis D'Histoire Militaire, II, 120-121
- ↑ Albert Sidney Britt, Thomas E. Griess - The wars of Napoleon, p.34
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted