შინაარსზე გადასვლა

მთაწმინდის მთვარე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
01:40, 3 ივლისი 2024-ის ვერსია, imported>Arkaitz1974
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

„მთაწმინდის მთვარე“გალაკტიონ ტაბიძის ლექსი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოები პოეტური სრულყოფის თვალსაზრისით. იგი რომანტიკულ-სიმბოლისტური განწყობის გამომხატველი ლექსია გალაკტიონის მდიდარ შემოქმედებით მემკვიდრეობაში. თავდაპირველად 1916 წელს გამოქვეყნდა ქუთაისში ჟურნალ „ცისფერ ყანწებში“, „ლურჯა ცხენებთან“ ერთად.

გალაკტიონს აქვს მცირე ჩანაწერი სახელწოდებით „საკუთარი ლექსების შესახებ“. სამწუხაროა, რომ ეს ჩანაწერი ერთობ მცირეა და მასში ავტორი მხოლოდ რამდენიმე ნაწარმოების შესახებ გამოთქვამს საკუთარ აზრს, მაგრამ „მთაწმინდის მთვარეზე“ შედარებით ვრცლად საუბრობს. ეს ტექსტი („მთაწმინდის მთვარის“ შესახებ) ქვემოთ სრულადაა მოყვანილი: თარგი:Blockquote გალაკტიონი 1950 წელს დაწერილი ამ წერილით შეეცადა თავად გამოესწორებინა ლიტერატურათმცოდნეობის ეს ხარვეზი და სათანადოდ განემარტა ნაწარმოების უმთავრესი არსი და სულისკვეთება. ნათქვამი რომ უფრო გასაგები გახდეს, მივყვეთ წერილს: თარგი:Blockquote

ცოტა ქვემოთ კი პოეტი ამბობს: თარგი:Blockquote

ალბათ, მიზანშეწონილია, თუ ლექსის იმ ნაწილსაც მოვიყვანთ, რომელზედაც ზემოთ არის საუბარი. მთვარიან ღამეში მთაწმინდაზე განმარტოებული გალაკტიონი სიყვარულით იხსენებს „მწუხარე სასაფლაოს“ სიმყუდროვეში განსვენებულ მის დიდ წინამორბედებს - აკაკისა და ბარათაშვილს: თარგი:Blockquote

აღსანიშნავია, რომ ლექსის ზოგიერთ ვარიანტში სიტყვა „მოხუცის“ შეცვლილია სიტყვით „მოხუცთა“. ვის უნდა გულისხმობდეს პოეტი მრავლობით რიცხვში? როგორც მისივე ჩანაწერებიდან ირკვევა, სიტყვა მოხუცის მრავლობით რიცხვში ხმარება აკაკისთან ილიას სახელის უცილობელი დაწყვილებით ყოფილა განპირობებული. ამას მოწმობს 1953 წელს დაწერილი, მაგრამ ძირითად ტექსტში შეუტანელი „მთაწმინდის მთვარის“ შემდეგი სტროფიც: თარგი:Blockquote

თუ რატომ უკავშირებს გალაკტიონი ასე ხაზგასმით თავის პოეზიას მეცხრამეტე საუკუნის კორიფეების შემოქმედებას ჯერ ლექსში, ხოლო შემდგომ მისივე წერილში, ნათელი გახდება, თუ მეოცე საუკუნის 10-იანი წლების ლიტერატურულ პანორამას წარმოვიდგენთ.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართულ პოეზიაში დიდი იყო ილიასა და აკაკის გავლენა. ახალგაზრდა პოეტები ბაძავდნენ ერთ-ერთ მათგანს და პოეზია ეპიგონობის სენმა შეიპყრო. რამდენადაც მომხიბვლელია ორიგინალი, იმდენადვე მოსაწყენია მიმბაძველთა ლექსების კითხვა. ტიციან ტაბიძე ერთგან წერს: ვულკანი ერთხელ ამოაფრქვევს, შემდეგ კი მის დამშვიდებულ კალთებზე ცხვრის ფარები სძოვენო. ასეთი სურათი იყო მეოცე საუკუნის ქართულ პოეზიაშიც. ილიას, აკაკის, ვაჟას უკვე ნათქვამი ჰქონდათ საკუთარი სიტყვა, მათი შემოქმედებითი ვულკანი უკვე ამოფრქვეული იყო, ახლა კი მათ ნასუფრალზე მშვიდად იცოხნებოდნენ მიმბაძველები.

ამ გარემოებამ ათიანი წლების ლიტერატურაში უკურეაქცია გამოიწვია. „ცისფერყანწელთა“ ნიჭიერი თაობა საკუთარი თავის დამკვიდრების მიზნით უარყოფის გზას დაადგა. მათ ქართული ლექსის გაახლება და „ევროპული რადიუსით გამართვა“ გადაწყვიტეს. თავს აცხადებდნენ ფრანგი სიმბოლისტების: ბოდლერის, რემბოს, ვერლენის, მალარმეს მემკვიდრეებად. მეცხრამეტე საუკუნის ლირიკაში ახალი თაობა ცნობს მხოლოდ ვაჟასა და ბარათაშვილს, სხვა პოეტებთან კი ლექსის კასტრაციას ხედავენ. ახალგაზრდა დემნა შენგელაია წერს: თარგი:Blockquote

ახალგაზრდობის ასეთი განწყობილების ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის ფაქტი, რომ გალაკტიონი კი არ უარყოფს, არამედ უკავშირებს საკუთარ პოეზიას მეცხრამეტე საუკუნის კორიფეების შემოქმედებას.

„მთაწმინდის მთვარის“ პოეტურ ხელწერას რომანტიკულ-სიმბოლისტური წარმოსახვათა და აღქმათა სინთეზი ქმნის. პოეტის მიერ ხილული გარესამყარო სწორედ ასეთი რომანტიკულ-სიმბოლისტური ფერებითაა დახატული ლექსის დასაწყის სტროფებშივე: თარგი:Blockquote მთაწმინდის ასეთმა დახასიათებამ შეუძლებელია ნიკოლოზ ბარათაშვილის „შემოღამება მთაწმინდაზედ“ არ გაგვახსენოს, მაგრამ, მიუხედავად ამ ორი ნაწარმოების ასოციაციური ურთიერთკავშირისა, ბარათაშვილის ამ ლექსის შინაგანი სულისკვეთება და ლირიკული მიზანსწრაფვა გალაკტიონმა სრულიად ახლებური თვალთახედვით გაიაზრა და გადმოსცა.

გალაკტიონის ნიკოლოზ ბარათაშვილთან სულერ ნათესაობაზე მეტყველებს ბარათაშვილის „სული ობოლისა“ და გალაკტიონის „მე და ღამის“ იდეოლოგიური მსგავსებაც. ახლა ორიოდე სიტყვით გალაკტიონის აკაკისთან დამოკიდებულების შესახებ.

აკაკისა და მისი პოეზიისადმი სიყვარული პოეტურ სიტყვას შეჭიდებულ ყრმა მგოსანს ჯერ კიდევ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლის პერიოდში გაუჩნდა. გალაკტიონი მოხიბლული იყო იმ დიდი პატივისცემით, რომლითაც აკაკი სარგებლობდა ხალხში. იგი თავადაც არაერთხელ გამხდარა აკაკისადმი ასეთი დამოკიდებულების თვითმხილველი.

აკაკი ხშირი სტუმარი და მონაწილე იყო ქუთაისში გამართული ლიტერატურული საღამოებისა. სხვა მწერალ-პოეტებთან ერთად გალაკტიონიც არაერთგზის ყოფილა ამ საღამოების მონაწილე. როგორც გალაკტიონის ჩანაწერებითაც სხვათა (ამ შემთხვევაში, დარია ახვლედიანის) მოგონებებიდანაც ვგებულობთ, აკაკის თურმე დიდად მოსწონდა დამწყები პოეტის ლექსები და ბევრჯერ კმაყოფილებით აღუნიშნავს: ახალგაზრდებიდან გალაკტიონ ტაბიძეს უსათოუდ დიდი მომავალი აქვს, მას ყველაზე მეტი სიახლე შემოაქვს ჩვენს პოეზიაშიო. აკაკისადმი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა გალაკტიონმა იმითაც გამოხატა, რომ თავისი ლექსების პირველი კრებული საგანგებოდ მიართვა აკაკის მის მშობლიურ სოფელ სხვიტორში. წინამორბედი პოეტისადმი ასეთი დამოკიდებულება სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა გალაკტიონს. ძმის გარდაცვალებს შემდეგ (1948 წ.) წვერმოშვებული გალაკტიონი თითქოს გარეგნულადაც დაემსგავსა აკაკის. მისი ოცნება იყო, თავადაც ისეთივე საყვარელი მგოსანი გამხდარიყო ხალხში, როგორიც მისი დიდი წინაპარი იყო.[1]

მიუხედავად იმისა, რომ გალაკტიონმა ყველაზე მეტი ნოვაცია შემოიტანა უახლეს ქართულ პოეზიაში, იგი მაინც არ თვლიდა, რომ სამყარო მისით იწყებოდა და მისითვე მთავრდებოდა. ჭეშმარიტი კულტურა სწორედ ტრადიციებზე დაყრდნობილი ნოვატორობით იწყება და არა წარსულის უარყოფით, მისდამი ნიჰილისტური დამოკდებულებით. გალაკტიონი ამის შესახებ გაღიზიანებული წერს: თარგი:Blockquote

ეს არის სწორედ პოეტის მრწამსი, მისი გაკვეთილი, რაც „მთაწმინდის მთვარეში“ ლირიკის ენაზეა თქმული. მასში მაღალოსტატურად და ბუნებრივი ძალდაუტანებლობით ერწყმის ერთმანეთს მთვარიანი ღამის მშვენიერების ემოციურ-რომანტიკული აღქმა-წარმოსახვა და ამ მშვენიერების იდუმალი არსის სიმბოლისტური გააზრება.

პოლ ვალერი ერთგან წერს: ყველაზე დიდხანს ის ლექსი ცოცხლობს, რომელიც თავის საიდუმლოს ყველაზე მეტხანს ინახავსო. ვალერი გულისხმობდა, რომ კარგი ლექსი მანამ არის კარგი, სანამ თავისი სილამაზის საიდუმლოს ინახავს, სანამ მისი განმეორება შეუძლებელია. ზოგადად, გალაკტიონის პოეზია დახურულ სისტემებს არ განეკუთვნება, მაგრამ არც ადვილი აღსაქმელია და, მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოების საერთო სულისკვეთება და განწყობილება მკითხველისთვის საკმაოდ გასაგებია, ზოგიერთი პოეტური სახის ბოლომდე სწორხაზოვნად გაშიფრვა შეუძლებელია. ისინი ყოველმა მკითხველმა თავისებურად უნდა გაიაზროს, თავისებურად, სუბიექტურად უნდა ჩასწვდეს იმ მშვენიერებას, რაც მათშია ჩადებული. სწორედ ამგვარ რთულ ასოციაციურ პოეტურ წარმოსახვათა და ხილვათა ნიმუშია ქვემოთ მოყვანილი სტროფები:

კითხულობს გალაკტიონი.

თარგი:Blockquote როცა პოეტი მთაწმინდის უკვდავთა სავანის მკვიდრთა დარად იტყვის „ღამემ სულში როგორ ჩაიხედა“, „თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები, და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები“, ანუ დიდი პოეზიის ენაზე ალაპარაკდება, მაშინ მას დანამდვილებით ეცოდინება, რომ მისი პოეზია, ისევე როგორც მისი დიდი წინამორბედებისა, საუკუნეებს გაუძლებს, პოეტის სიტყვებით, „რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი.“ აქედან გამომდინარე, ლექსში შემოდის მეორე თემა, გალაკტიონის მიერ ფორმულირებული როგორც „ძალა აღმაფრენის, პოეზიის, რომანტიზმის“. აკი გიორგი ლეონიძემაც თავის გამოსათხოვარ წერილში „მთაწმინდის გედი“ უწოდა პოეტს, ხოლო წერილი შემდეგი სიტყვებით დაასრულა: საუკუნეს თან მიჰყვებაო შენი ქართული ქნარი.

ახლა გავიხსენოთ პოეტის სიტყვები — „მთაწმინდის მთვარე“ ჩემი საპროგრამო ლექსიაო. რა თვალსაზრისით შეიძლება იყოს ეს ლექსი საპროგრამო? პოეტი საპროგრამო ლექსით თავის კრედოს, მოქალაქეობრივ მიზანს განსაზღვრავს და ასეთები ქართულ პოეზიაში იშვიათობას არ წარმოადგენს. მარტო თუნდაც ილიას „პოეტი“ რად ღირს, სადაც იგი აცხადებს: „ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა“. ილიასთვის პოეზია (ღმერთთან საუბარი) საშუალეებაა, რომ ერს ემსახუროს. გალაკტიონისათვის პოეზია პიროვნული ხსნის საშუალებაა, უფრო სწორად რომ ვთქვათ, საშუალება კი არა არსებობის ფორმაა. მისი ცნობილი სტრიქონი — „პოეზია უპირველეს ყოვლისა“, გულისხმობს არამორტო იმას, რომ გალაკტიონისათვის ხელოვნების ყველა დანარჩენ ჟანრზე წინ დგას პოეზია, არამედ იმასაც, რომ არსებულ საგნებსა და მოვლენებში უნდა ვხედავდეთ პოეზიას უპირველეს ყოვლისა! ჩვენი ცხოვრების წესიც უნდა განვსაზღვროთ პოეზიით უპირველეს ყოვლისა!

გალაკტიონს სწამს და, ამდენად, ხედავს კიდეც გამოგონილ სამყაროს, სინამდვილეზე უფრო მეტ სინამდვილეს.

„ლურჯა ცხენებით“ გალაკტიონმა გადმოსცა ეკლესიასტეს დამთრგუნველი სიბრძნე: „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო“, რომ წუთისოფელიცა და მარადიული სოფელიც არარაობაა. „მთაწმინდის მთვარეში“ პოეტი პოულობს მას, რამაც შესაძლოა, დრო-ჟამის ტრიალს გაუძლოს, მას, რაც მარადიულია. ესაა პოეზია, რისი დასტურიცაა სტრიქონი ლექსიდან - „რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი“. გალაკტიონმა სიცოცხლის საყრდენი ღერძი მოძებნა, მიხვდა, რომ სწორედ ამ ღერძს ეყრდნობოდნენ მისი წინამავალი მგოსნები და ღვთითბოძებული ნიჭიერების გარდა, ამითაც გახდნენ ისინი გამორჩეულნი. პოეტი ორგანულად გრძნობს მათთან გონებრივ და სულიერ სიახლოვეს, თავს მათ ტოლ-სწორად გრძნობს. სწორედ ამის აღმოჩენის სიხარულია ხორცშესხმული ლექსში.

პოეზიაა ერთადერთი, რაც სიკვდილის საშინელ გზას აქცევს ვარდისფერ გზად, ანუ საუკუნო ქნარის მფლობელს არც სიკვდილის, არც სიცოცხლის არ ეშინია. საკუთარ თავში დიდი პოეტური ენერგიის აღმოჩენა და პოეზიის ძალმოსილების შეგრძნება პოეტს იმის დაუფარავ სიხარულს განაცდევინებს, რომ თავადაც ფლობს ასეთ „საუკუნო ქნარს“, „თუ როგორ გრძნობს, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა, სიკვდილის გზა არ-რა არის, ვარდისფერ გზის გარდა“.

განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ბოლო სტრიქონიც მოყვანილი ნაწყვეტიდან („რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე“), რომელიც, ერთი შეხედვით, წინააღმდეგობაში მოდის წინა სტრიქონთან. აქ სიტყვა „ზღაპარია“ უნდა გავიგოთ, როგორც „მოგონილია“, „მოჩვენებითია“. თუ მგოსანთ სითამამე ამ გზაზე მოჩვენებითია, მაშ როგორღაა იგი მომხიბვლელი, „ვარდისფერი“? პასუხი წინა სტრიქონშია: იგი ვარდისფერია მხოლოდ „სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა“, ყველას როდი შეუძლია სიკვდილის გზის ვარდისფერ ფერებში დანახვა. აქ გალაკტიონი, როგორც ჩანს, უპირისპირებს თავის თავს სხვა პოეტებს, რომლებიც ჯერ ვერ ამაღლებულან სიკვდილის გზის „ვარდისფერად“ აღქმამდე. ამიტომაც უნდა იყოს, რომ თვით ამ ფრაზას ოდნავ, სულ ოდნავ ირონიული ელფერი დაჰკრავს.

ჩვენთვის, ჩვეულებრივი მოკვდავთათვის, ადვილი არაა ამ სტრიქონების სისხლხორცეული განცდა. პოეტი გრძნობს, რომ მთელი სამყარო მასშია და მისი სული სამყაროშია განფენილი. ეს ამაობაზე ამაღლებული ადამიანის განცდაა, ღმერთკაცის განცდაა. ამიტომაც ეჩვენება პოეტს ასეთი შეგრძნების წამს, რომ სამყარო ხელახლა იბადება, რომ თავადაც თითქოს ხელახლა იბადება, „რომ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი“, „რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე“ და ამიტომაც წერს: „ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს“.

„მთაწმინდის მთვარე“ გალაკტიონის თვითამღიარებელი ლექსიცაა. ღმერთკაცად გარდასახული პოეტი, რომელიც ხედავს „სიზმრებს არაჩვენებურს“, რომელიც ხედავს არაჩვეულებრივს ჩვეულებრივში, რომელმაც იპოვა ის საყრდენი, საიდანაც მაღლიდან გადმოჰყურებს ამაოების ბაზარს, აცხადებს: თარგი:Blockquote გალაკტიონმა აქ პირველად უწოდა თავს მეფე-მგოსანი. როგორც დრომ და პოეტის შემოქმედებისადმი შთამომავლობის დიდმა სიყვარულმა დაადასტურა, ოცდაოთხი წლის გალაკტიონის მიერ საკუთარი ტალანტის ამგვარ შეფასებასა და თვითაღიარებაში არაფერი ყოფილა გადაჭარბებული.

ლიტერატურა

  • ვახტანგ ჯავახაძე (1991). უცნობი. თბილისი: „ნაკადული“. ISBN 5-525-00540-90Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  • გალაკტიონი (PDF), DLF.GE. ციტირების თარიღი: 2011-01-17. 
  • ნოდარ გრიგალაშვილი (2004). რედ. ამირან გომართელი: სკოლაში შესასწავლი ქართველი მწერლები, მეოთხე გამოცემა, თბილისი: "უნივერსალი". ISBN 99940-32-02-XLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  • ავთანდილ ნიკოლეიშვილი (2004). ქართული ლიტერატურა, XI კლასი, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ISBN 99928-79-37-8Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  • დავით წერედიანი (2009). „მუსიკა უპირველეს ყოვლისა“, რედ. ნონა ლეიაშვილი, გულავრ ჭარელიშვილი: ქართული ენა და ლიტერატურა: XX საუკუნის ქართული ლიტერატურა, ტომი V, მასწავლებლის ბიბლიოთეკა. თბილისი: გამოცდების ეროვნული ცენტრი. 
  • გიორგი ლეონიძე (1989). „მთაწმინდის გედი“, რედ. ნ. სუხიტაშვილი: გალაკტიონ ტაბიძე: რჩეული. თბილისი: "განათლება". ISBN 5-505-00156-4Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  • რევაზ თვარაძე (1981). „„წყევლა-კრულვიანი“ კითხვები“, რედ. თამარ კვაჭანტირაძე: ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში, №4, საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს სამეცნიერო პედაგოგიურ ჟურნალ „სკოლა და ცხოვრების“ ყოველკვარტალური დამატება, თბილისი: საქართველოს კპ ცკ-ის გამომცემლობა. 

რესურსები ინტერნეტში

ვიკიწყარო
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:

სქოლიო

  1. ნოდარ დუმბაძე. მზიანი ღამე (DOC), buki.ge. ციტირების თარიღი: 2008-01-17.  Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted