შინაარსზე გადასვლა

ძალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:ინფოდაფა ფიზიკური სიდიდე ძალა (აღნიშვნა: F) — ფიზიკური სიდიდე, რომელიც მოცემულ მატერიალურ სხეულზე სხვა სხეულების მექანიკური მოქმედების ზომაა. ეს მოქმედება სხეულის წერტილების სიჩქარეების ცვლილებას ან სხეულის დეფორმაციას იწვევს. მას სხეულთა უშუალო კონტაქტის დროს აქვს ადგილი; მოქმედება აგრეთვე სხეულთა მიერ შექმნილი ველების საშუალებით გადაეცემა. ძალა ვექტორული სიდიდეა და დროის ნებისმიერ მომენტში სივრცეში გარკვეული მიმართულებით, მოდების წერტილით და მოდულით ხასიათდება. ძალთა შეკრება პარალელოგრამის წესით წარმოებს. ძალა ან მუდმივია (როგორც, მაგალითად, სიმძიმის ძალა), ან გარკვეული წესითაა დროზე დამოკიდებული (ცვლადი ელექტრომაგნიტური ველი); არსებობენ სიჩქარეზე (გარემოს წინააღმდეგობის ძალა) და მოდების წერტილის მდებარეობაზე დამოკიდებული ძალები. SI-ში ძალის ერთეულია 1 ნიუტონი. სწორედ ძალის მოქმედების შედეგად იწყებს უძრავი სხეული მოძრაობას, მცირდება ან იზრდება მისი სიჩქარე, იცვლება სხეულის მოძრაობის მიმართულება.

განზომილება და ერთეულები

SI სისტემაში ძალის განზომილებაა:

F=ma=1 კგწმ2. ძალის ამ ერთეულს ნიუტონი (ნ) ეწოდება.

ერთი ნიუტონი არის ძალა, რომელიც 1კგ მასის სხეულს ანიჭებს 1 /წმ2 აჩქარებას. 1N=1kgms2.

ერთეულთა CGS სისტემაში ძალის განზომილებაა:

F=ma=1 სმწმ2. ძალის ამ ერთეულს დინი (დნ) ეწოდება.

ერთი დინი არის ძალა, რომელიც 1 მასის სხეულს ანიჭებს 1 სმ/წმ2 აჩქარებას. 1N=1gcms2.

1ნ=105 დნ.

ნიუტონმა შეცვალა ძალის ძველი სხვა ერთეულები: კილოგრამ-ძალა (1 კგძ≈9.80665 ნ), ტონა-ძალა (1 ტძ≈9806.65 ნ), დინი (1 დნ=10-5 ნ), ფუნტ-ძალა (1 lbf=4.45 ნ) და სხვა.

ლიტერატურა

თარგი:ავტორიტეტული წყაროები

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ძალა&oldid=10546“-დან