შინაარსზე გადასვლა

სანაგირე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
10:52, 31 ივლისი 2024-ის ვერსია, imported>Beqabai
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ფაილი:სანაგირეს მონასტერი (3).jpg
სანაგირე

სანაგირეX-XI საუკუნეების მონასტერი კახეთის მხარის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის მახლობლად[1]. მდებარეობს ვაზისუბნიდან 6 კილომეტრზე, ტყეში.

სამონასტრო კომპლექსში შედის წმ. გიორგის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა (X-XI საუკუნეები); მასზე მიდგმული ერთნავიანი ბაზილიკა (შუა საუკუნეები), მათგან ოციოდ მეტრში სამონასტრო ნაგებობების ნანგრევები, სავარაუდოდ, სატრაპეზოსი და გალავანი კომპლექსის გარშემო. სამნავიანი ბაზილიკა რიყის ქვით, აგურით და შირიმის ქვითაა ნაგები. ეტყობა ბიზანტიური სამშენებლო ტექნიკის აშკარა გავლენა.

კომპლექსიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ასიოდ მეტრში, კიდევაა მცირე ზომის ეკლესიის ნანგრევები, რომელიც 2011 წლის იანვარში მოინახულა ხელოვნებათმცოდნე კახა ხიმშიაშვილმა. გადახურვა მთლიანად ჩამოქცეული იყო. მხოლოდ კედლებიღა იყო შემორჩენილი (აღმოსავლეთისა და სამხრეთის დაახლოებით 2,5-3 მატრამდე, ხოლო დასავლეთისა და ჩრდილოეთის კიდევ უფრო ნაკლებ სიმაღლეზე). შემორჩენილი ტაძრის გეგმა იძლეოდა იმის თქმის საშუალებას, რომ ტაძარი ე.წ. ტეტრაკონქის ტიპს მიეკუთვნება.[2]

მონასტერი დღეს

ძლიერი დაზიანების გამო მონასტერი უმოქმედო იყო. 2010–2011 წლების ზამთარში თოვლმა მთავარი ტაძარი ძლიერ დააზიანა, ბზარები გაღრმავდა და გაფართოვდა, კედლებმა დაშლა დაიწყო, დასავლეთ კედელზე იესოს და ღვთისმშობლის ფრესკები მკრთალადღა მოჩანდა. სანაგირის ეკლესია სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებდა. [3][4]

2015 წელს დაიწყო მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მიზნად ისახავდა 2016 წელს მის სრულ აღდგენას.[5] მიწის სამუშაოების დროს დაახლოებით 600 ლიტრი ტევადობის ქვევრი აღმოაჩინეს. სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილის თქმით, შესაძლებელია, რომ ამ ადგილზე მდებარეობდეს მონასტრის მარანი.[6] შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 2017 წელს.[7]

ლიტერატურა

  • Г. Чубинашвили, Архитектура Кахетии, Тбилиси, 1959, с.123-129
  • მ. ხატიაშვილი, სანაგირეს ბაზილიკის ზოგიერთი თავისებურება, ქართული ხელოვნების ისტორიის საკითხები, ახალგაზრდა მეცნ. კონფერენცია, გვ. 6, 1995
  • ნ. ჯაბუა, სამნავიანი ბაზილიკის არქიტექტურული ტიპი საქართველოში, თბ. 2009. pdf ვერსია [მკვდარი ბმული]
  • ბარნაველი თ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები.-თბ.,1092.-გვ.59 ("სანაგირე" - ქვაზე ამოკვეთილი XVIII საუკუნის წარწერის განხილვა)

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=სანაგირე&oldid=98510“-დან