აბუდელაურის ტბა
აბუდელაურის ტბა | |
---|---|
აბუდელაურის თეთრი ტბა | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
მდებარეობა | საქართველოს დროშა საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის მხარე) |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 2812 მ |
ფართობი | 0,035 კმ² |
მოცულობა | 0,0000455 კმ³ |
მაქსიმალური სიღრმე | 3,8 მ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
თარგი:Nobr |
აბუდელაურის ტბა — მყინვარული (მორენული) ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე როშკისწყლის მარჯვენა შენაკადის აბუდელაურის სათავეში (ხევსურეთის არაგვის აუზი), ზღვის დონიდან 2812 მეტრ სიმაღლეზე. ფართობი 0,035 კმ². მაქსიმალური სიღრმე 3,8 მ, მოცულობა 45 500 მ³. საზრდოობს თოვლის, მყინვარისა და წვიმის წყლით. გამდინარეა. მაქსიმალური დონე აქვს ზაფხულში, მინიმალური — ზამთარში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში (6 თვეზე მეტი) ყინულითაა დაფარული. ყინულისაგან თავისუფლდება მაისის ბოლოს, ტბაში თევზი არ არის.[1]
მითი ტბის შესახებ
ფშაური ანდრეზის თანახმად იახსარის ლახტს გამოქცეულმა უკანასკნელმა დევმა ტბას მისცა თავი. იახსარი ტბაში ჩაჰყვა დევს და განგმირა იგი, თუმცა დევის სისხლმა შეკრა ტბის ზედაპირი და იახსარი ტბიდან ვეღარ ამოვიდა სანამ ტბას ცხვრის სისხლი არ ასხურეს.[2]
გალერეა
-
ლურჯი ტბა
-
მწვანე ტბა
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1997. — გვ. 35.
სქოლიო
- ↑ აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1975. — გვ. 35.
- ↑ კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: ბაკმი, 2007. — გვ. 12, ISBN 978-99940-27-10-1Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted