ზურაბ კიკნაძე
ზურაბ კიკნაძე | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ზურაბ კიკნაძე | |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება |
|
პროფესია |
|
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
საიტი | http://www.reso-kiknadze.de/zurab.html |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ზურაბ კიკნაძე (დ. 3 ოქტომბერი 1933, თბილისი – გ. 23 ნოემბერი 2022, თბილისი) — ქართველი ორიენტალისტი-ასირიოლოგი, ბიბლეისტი, ფოლკლორისტი, ლიტერატორი, ილიას უნივერსიტეტის ემერიტუსი და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი.
მისი საკვლევი სფერო შუამდინარეთის ლიტერატურა, მითოლოგია, რელიგია; ასევე ქართული მწერლობა, ფოლკლორი, მითოლოგია, ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურა იყო.
ზურაბ კიკნაძემ თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა ბიბლია.
მას ეკუთვნის გილგამეშიანის თარგმანი ქართულ ენაზე, რომელიც 1963 წელს გამოიცა. 1978 წელს კი თამაზ ჩხენკელთან ერთად თარგმნა ჰომეროსის „ოდისეა“.
ბიოგრაფია
1940-1951 წლებში სწავლობდა თბილისის მე-7 ვაჟთა სკოლაში. 1951 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1956 წელს სემიტოლოგიის განხრით.
1956-1960 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში შუმეროლოგიას. 1960 წლიდან და 1977 წლიდან დღემდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ძველი აღმოსავლეთის ენათა განყოფილებაში. 1977 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე, თსუ დიდი საბჭოს წევრი. 2002 წლიდან მოღვაწეობს ს. ორბელიანის სახელობის თეოლოგიის, ფილოსოფიის, კულტურისა და ისტორიის ინსტიტუტში.
1992 წელს იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი, 1992–1993 წლებში – ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 1996 წლიდან არის „გაერთიანებულ ბიბლიურ საზოგადოებათა საქართველოს წარმომადგენლობის“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
1985 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ქართულ რელიგიურ გადმოცემათა სისტემა“. 1986 წლიდან ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
2006 წლიდან ილიას უნივერსიტეტის პროფესორი.
შემოქმედება
არის რამდენიმე წიგნისა და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; პეტერბურგის, მოსკოვის, იერუსალიმის, ხოლონის, პარიზის, რომის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, ბიბლიური საზოგადოების ფორუმების (ბუქარესტი, კვიპროსი, მოსკოვი, ბრიუსელი) მონაწილე. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა პეკინში, როდოსში, მალაგასა და გრანადაში.
ზურაბ კიკნაძეს ჰომეროსის „ოდისეის“ თარგმნისათვის (1975, თ. ჩხენკელთან ერთად) 1978 წელს მიენიჭა ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია. არის თბილისის უნივერსიტეტის სახელობის პრემიის ლაურეატი (1986 წ.), მიენიჭა სახელმწიფო პრემია (2005 წ.) ავტორთა ჯგუფთან ერთად პუბლიცისტიკის დარგში წიგნისათვის „საყმაწვილო მითოლოგიური ლექსიკონი“. მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი (2006 წ.)
პირველი თარგმანი – „გილგამეში“ (შესავლით, ლექსიკონითა და კომენტარებითურთ) 1963 წელს გამოაქვეყნა.
ზურაბ კიკნაძის კვლევის სფეროა შუამდინარული ლიტერატურა, შუამდინარული მითოლოგია და შუამდინარული რელიგია; ქართული მწერლობა, ქართული ფოლკლორი და მითოლოგია; ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურა; ბიბლიის (ძველი და ახალი აღთქმის) თარგმანი და ეგზეგეტიკა, საზოგადოებრივი პრობლემები.
ბიბლიოგრაფია
ავტორია შემდეგი წიგნების:
- გილგამეშის ეპოსი, 1963 წ.
- თამუზის სიზმარი 1969 წ.
- შუამდინარული მითოლოგია, 1976, 1979, 2006 წ. წ.
- შუამდინარული მითოლოგიის ლექსიკონი, 1984 წ.
- გილგამეშიანი, 1984 წ.
- ძველი შუამდინარული პოეზია, 1987 წ.
- ხამურაბის კანონები, 1988 წ.
- საუბრები ბიბლიაზე, 1989 წ.
- ქართული მითოლოგია I, „ჯვარი და საყმო“, 1996 წ.
- შობიდან შობამდე, 1998 წ.
- ავთანდილის ანდერძი, 2001 წ.
- ქართული ხალხური ეპოსი, 2002 წ.
- მითოლოგია, VIII კლასის სახელმძღვანელო, 2002 წ.
- ძველი აღთქმის წუთისოფელი, 2003 წ.
- ქართული მითოლოგია (მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის), 2004 წ.
- „ხუთწიგნეულის თარგმანება“, თბ.: ქრისტიანული თეოლოგიისა და კულტურის ცენტრი, 2004 წ.
- ქართული ფოლკლორი, 2008;
- ანდრეზები, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რელიგიურ–მითოლოგიური გადმოცემები, 2009.
ლიტერატურა
- ქე.– თბილისი.–ენციკლოპედია. თბ. 2002
რესურსები ინტერნეტში
- ზურაბ კიკნაძის CV
- ზურაბ კიკნაძე, ქართული ფოლკლორი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ზურაბ კიკნაძე, ქართული ხალხური ეპოსი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ზურაბ კიკნაძე, ხუთწიგნეულის თარგმანება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ზურაბ კიკნაძე, ძველი აღთქმის წუთისოფელი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ზ. კიკნაძის სხვა შრომები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ზურაბ კიკნაძის პუბლიკაციების ბიბლიოგრაფიული საძიებელი (1967–2008)
- Pages with script errors
- დაბადებული 3 ოქტომბერი
- დაბადებული 1933
- გარდაცვლილი 23 ნოემბერი
- გარდაცვლილი 2022
- ქართველი აღმოსავლეთმცოდნეები
- ქართველი ენათმეცნიერები
- საბას პრემიის ლაურეატები
- საქართველოს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალრები
- კიკნაძეები
- თბილისში დაბადებულები
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დაჯილდოებულები