შინაარსზე გადასვლა

ალ-მაჰდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუჰამად იბნ მანსურ ალ-მაჰდი
محمد بن منصورالمهدى
ფაილი:Abbasid Dinar - Al Mahdi - 167 AH (783 AD).jpg
აბასიანთა სახალიფოს ხალიფა
მმართ. დასაწყისი: 775
მმართ. დასასრული: 785
წინამორბედი: ალ-მანსური
მემკვიდრე: ალ-ჰადი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 744/745
გარდ. თარიღი: 785
დინასტია: აბასიანები
მამა: ალ-მანსური
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

მუჰამად იბნ მანსურ ალ-მაჰდი (არაბ. محمد بن منصورالمهدى; დ. 744 ან 745 — გ. 785 )[1] — მესამე აბასიანი ხალიფა 775-785 წლებში.[2] მამის, ალ-მანსურის მემკვიდრე. ხალიფად იგი მამამ სიკვდილის წინ გამოაცხადა. ალ-მაჰდის ათწლიანი მშვიდი მმართველობა მისი წინამორბედების პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენდა.

კულტურული და ადმინისტრაციული მოღვაწეობა

კოსმოპოლიტური ქალაქი ბაღდადი ალ-მაჰდის მმართველობის პერიოდში აყვავდა. იგი ემიგრანტებს იზიდავდა არაბეთიდან, სირიიდან, ერაყიდან, სპარსეთიდან და ავღანეთისა და ესპანეთის მსგავსი შორეული ქვეყნებიდანაც. ქალაქში, მზარდ ისლამურ მოსახლეობასთან ერთად, ცხოვრობდნენ ქრისტიანები, იუდეველები, ინდუსები და მაზდეანები. ბაღდადი მსოფლიოს უდიდესი ქალაქი გახდა.

ალ-მაჰდი განაგრძობდა აბასიანთა ადმინისტრაციის გაფართოებას. შექმნა ახალი დივნები არმიის, კანცელარიისა და საგადასახადო სისტემისათვის. დაინიშნა მრავალი მოსამართლე, სხვა ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული კანონები კი გაუქმდა.

უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჩინეთიდან ქაღალდის შემოტანას (751 წ., იხ. ტალასის ბრძოლა). დასავლეთში ქაღალდს ჯერ კიდევ არ იცნობდნენ. არაბები და სპარსელები პაპირუსს იყენებდნენ, ევროპელები კი — ცხოველის ტყავისაგან დამზადებულ ეტრატებს. ბაღდადი ქაღალდის წარმოებისა და ვაჭრობის ცენტრად იქცა, სადაც ქალაქის ცენტრში მთელ ქუჩაზე ქაღალდი და წიგნები იყიდებოდა. ახალი საწერი მასალის სიიაფემ და გამძლეობამ ეფექტურად გაზარდა აბასიანთა ბიუროკრატია.

ლიტერატურა

  • al-Masudi The Meadows of Gold, The Abbasids, transl. Paul Lunde and Caroline Stone, Kegan Paul, London and New York, 1989

სქოლიო

  1. Al-Souyouti, Tarikh Al-Kholafa'a (The History of Caliphs)
  2. Stanley Lane-Poole, The Coins of the Eastern Khaleefahs in the British Museum

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

წინამორბედი:
ალ-მანსური
ხალიფა
775–785
შემდეგი:
ალ-ჰადი
მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ალ-მაჰდი&oldid=177682“-დან