შინაარსზე გადასვლა

ამენემჰეტ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

ამენემჰეტ Iეგვიპტის ფარაონი, მეფობდა დაახლოებით ძვ.წ. 2000-1970 წლებში. 12-ე დინასტიის დამაარსებელია. მის დროს დაიწყო ეგვიპტის სახელწმიფოს აღორძინება. გამეფებისთანავე თებეში (ძველი დედაქალაქი) კი არ დამკვიდრდა, არამედ ზემო და ქვემო ეგვიპტის საზღვარზე მდებარე ციხესიმაგრე ითაუიში (მემფისის ახლოს). ამენემჰეტ I ცდილობდა შეეზღუდა ნომარქოსთა ძალაუფლება, დაადგინა ახალი საზღვრები ნომებს შორის. ილაშქრა პალესტინაში, ოქროს საბადოებით განთქმულ ნუბიასა და ლიბიაში. ფიქრობენ, რომ შეთქმულების მსხვერპლი გახდა.

ლიტერატურა