ჯეტი
ჯეტი ან ზეტი, უაჯი და უჯატი — ძველი ეგვიპტის მეოთხე ფარაონი ეგვიპტის პირველი დინასტიიდან.[1] იგი მეფობდა დაახლოებით ძვ.წ. 2980 წლისთვის და იმეფა 10 წელი. ჯეტის მეუღლე (დედოფალი) იყო მისივე და მერნეიტი, რომელიც სავარაუდოდ ჯეტის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტზე ავიდა და მომდევნო ფარაონი გახდა. დღეისათვის ჯეტის მმართველობის შესახებ მხოლოდ მცირე ინფორმაციაა ცნობილი, მის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის სტელა, რომელიც აღმოაჩინილ იქნა ფარაონის (ჯეტის) სამარხში. სტელა ამავდროულად არის მტკიცებულება იმისა, რომ ჯერ კიდევ დინასტიური ეპოქის დასაწყისისთვის ძველ ეგვიპტეში მხატვრობა კარგად იყო განვითარებული.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- ჯეტი[მკვდარი ბმული]
- ფარაონი ჯეტი
- ეგვიპტის პირველი დინასტია
- ჯეტი - პირველი დინასტიის ფარაონი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ პიტერ კლეიტონი (2006). ფარაონების ქრონიკები. Thames & Hudson Ltd. გვ. 16.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
წინამორბედი: ჯერი |
ეგვიპტის ფარაონი დაახ. ძვ.წ. 2980 |
შემდეგი: მერნეიტი |
|