შინაარსზე გადასვლა

ანდიური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თარგი:ინფოდაფა ენა/კოდი1
ანდიური ენა
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გავრცელებულია რუსეთის დროშა რუსეთი
დაღესტნის დროშა დაღესტანი
ლინგვისტური კლასიფიკაცია ნახურ-დაღესტნური ენები
დაღესტნური ენები
ხუნძურ-ანდიური ენები
ანდიური ენა
დამწერლობის სისტემა კირილიცა, ანდიური დამწერლობა
რუკა
ფაილი:Northeast Caucasus languages map en.svg


ანდიური ენა (КъIваннаб мицIцIи) — ნახურ-დღესტნური ენათა ოჯახის ხუნძურ-ანდიური ჯგუფის ანდიური ქვეჯგუფის ერთ-ერთი ენა.

გავრცელებულია დაღესტნის რესპუბლიკის აულებში: ანდი, ღუნხა, ღაღათლი, აშალი, რიკვანი, ჩანხო, ზილო, მუნიბი და ქვანხიდათლი.

ანდიურ ენაზე ლაპარაკობს 21 800 კაცი (2002).[1] გაირჩევა თქმათა ორი ძირითადი ჯგუფი: ზემოანდიური ანუ საკუთრივ ანდიური (ანდის, ღუნხის ღაღათლის, აშალის, რიკვანის, ჩანხოს და ზილოს თქმები) და ქვემოანდიური ანუ მუნიბ-ქვანხიდათლური (მუნიბისა და ქვანხიდათლის თქმები).

სატრანსკრიფიკაციო ნიშნები

ქართ ლათ. კირ. ქართ ლათ. კირ. ქართ ლათ. კირ.
a а tsʼ цӀ s с
e (é) е (э) ცჾ цц სჾ s: сс
i и წჾ tsʼ: цӀцӀ ž ж
o о š ш
u (ou) у č ч შჾ š: щ
r р чӀ ხ~ хь
l л ჩჾ č: чч гъ
m м ჭჾ .č: чӀчӀ х
n н g г ხჾ хх
v в k к гӀ
j й ķ кӀ ჰ° хӀ
b б ქჾ k: кк гь
p п კჾ ķ: кӀкӀ ლʼ ķł лъ
пӀ къ, ლʼჾ ķł: лълъ
d д ყʼ къ ლ' ł лӀ
t т ყჾ ტ° кь
тӀ , ъ ტʼ тӀ,
[дз] z з *დ° Д
ts ц

ანდიური ენის ხმოვანთა სისტემა მარტივია. აქვს 5 ხმოვანი: ა, ე, ი, ო, უ (თქმებში დასტურდება მათი ნაზალიზებული ვარიანტებიც მეორეული წარმოშაობისა). დანარჩენ ხუნძურ-ანდიურ ენათა ა ხმოვანს ანდიურ ენაში ხშირად ო შეესატყვისება (მაგ., ხუნძური ბაწ „მგელი“, ანდიური ბოწო). თანხმოვნებში გამოიყოფა სონორები და ჩქამიერები. ჩქამიერი შეიძლება იყოს მჟღერი ან ყრუ, ხოლო უკანასკნელი — ფშვინვიერი ან აბრუპტივი. ყრუ თანხმოვანთა შორის არსებობს დაპირისპირება სიმაგრის მიხედვით: მაგარი (ძლიერი) / არამაგარრი (სუსტი). მოიპოვება მჟღერ ხშულთა და აფრიკატთა გემინირებული ვარიანტებიც. გარჩეულია ლატერალური თანხმოვნები.

სიტყვის თავში ერთზე მეტი თანხმოვანი შეუძლებელია. სიტყვის ბოლოში (სხვადასხვა თქმებში მეტ-ნაკლები ინტენსიურობით) მოქმედებს ღია მარცვლის კანონი. ამ კანონის შესაბამისად თანხმოვანზე დაბოლოებულ ნასესხებ სიტყვებს ბოლოში დაერთვის ი.

ანდიურ ენაში გარჩეულია გრამატიკული კლასები: ზემოანდიურ თქმებში — 4 კლასი (ვ, ჲ, ბ, რ), ქვემოანდიურ თქმებში — 3 კალსი (ვ, ჲ, ბ). ძირითადი ბრუნვებია სახელობითი, ერგატივი, ნათესაობითი, მიცემითი, აფექტივი. მდიდრად არის წარმოდგენილი ადგილობითი (წარმოშობით თანდებულიანი) ბრუნვები: 7 სერია, სამ-სამი ბრუნვით თითოეული. ზმნა მდიდარია დრო-კილოთა ფორმებით. უღვლილება კლასოვანია — ზმნა იცვლება გრამატიკული კლასების მიხედვით (გარდაუვალი ზმნა იცვლება სუბიექტის კლასის მიხედვით, გარდამავალი — ობიექტის კლასის მიხედვით). გვარი არ გაირჩევა. გარდაუვალი ზმნის სუბიექტი დაისმის სახელობით ბრუნვაში, გარდამავლისა — ერგატიულ ბრუნვაში; გარდამავალი ზმნის უახლოესი (პირდაპირი) ობიექტი სახელობით ბრუნვაშია. გარკვეული სემანტიკური ჯგუფის ზმნებთან სუბიექტი შეიძლება იყოს აგრეთვე აფექტივსა და ნათესაობითში. მსაზღვრელი წინ უსწრებს საზღვრულს და ეთანხმება მას გრამატიკულ კლასსა და რიცხვში (ბრუნვაში შეთანხმება არაა).

ანდიური ენა უმწერლობო ენაა. სამწერლობო ენად გამოყენებულია მონათესავე ხუნძური ენა.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

თარგი:Incubator

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted