არტაჰის ბრძოლა
თარგი:Stack არტაჰის ბრძოლა — ბრძოლა ანტიოქიის სამთავროსა და თურქ-სელჩუკთა შორის. გაიმართა 1105 წელს, ქალაქ არტაჰთან (ანტიოქიის მახლობლად). ჯვაროსნების მეთაური იყო ტანკრედი, ხოლო თურქებს მეთაურობდა ფახრ ალ-მულკ რიდვანი. ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, ჯვაროსნები ალეპოს დაემუქრნენ.
წინაპირობა
1104 წელს ჰარანის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, მდინარე ორონტესის აღმოსავლეთით მდებარე ციხეები და ქალაქები ჯვაროსანთა მიერ მიტოვებული იქნა[1]. ახალი ძალების მოსაბილიზებლად ბოემონდ I ევროპაში გაემგზავრა და ანტიოქიის რეგენტად ტანკრედი დანიშნა. ახალმა ლიდერმა დაიწყო დაკარგული ციხეების და გამაგრებული ქალაქების დაბრუნება.
ბრძოლა
ტანკრედი მეთაურობდა არტაჰის ალყას, ანტიოქიიდან 25 მილი (40 კმ). ალყის ხელის შესაშლელად რიდვანი დაიძრა ალეპოდან. ბრძოლაში ჯვაროსნებმა გაიმარჯვეს „მოჩვენებითი უკან დახევით“[2]. ბრძოლის შესახებ ბევრი რამ უცნობია. ამ გამარჯვების შემდეგ, ტანკრედმა გააფართოვა დაპყრობები ორონტესის აღმოსავლეთით.
ლიტერატურა
- Smail, R. C. Crusading Warfare 1097-1193. New York: Barnes & Noble Books, (1956) 1995. ISBN 1-56619-769-4
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|