კერაკის ალყა
თარგი:Stack კერაკის ალყა — სამხედრო კონფლიქტი აიუბიდებსა და იერუსალიმის სამეფოს შორის. გაიმართა 1183 წელს. სალადინი თავს დაესხა ჯვაროსნულ ციხე-სიმაგრეს, მაგრამ ქრისტიანებმა შეძლეს მისი მოგერიება.
წინაპირობა
კერაკი იყო ტრანსიორდანიის ლორდის — რენო დე შატიიონის სამფლობელო. იგი მდებარეობდა ამანიდან 124 კმ-ის მოშორებით.[1] ციხე-სიმაგრე ააშენა პაიენ დე მილმა — მონრეალის ლორდმა 1142 წელს.[1] რენოს მმართველობისას მოქმედებდა სამშვიდობო შეთანხმებები ქრისტიანულ და მუსლიმურ სახელმწიფოებს შორის „წმინდა მიწაზე“, მაგრამ მისი ქმედებები უბიძგებდა მუსლიმებს ომისაკენ. უკანასკნელი წვეთი იყო 1183 წლის რენოს ლაშქრობა წითელი ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე, რომლის დროსაც მან აიღო ქალაქი აკაბა, რათა იგი დასაყრდენ პუნქტად გამოეყენებინა მუსლიმთა უწმინდეს ქალაქზე — მექაზე თავდასასხმელად. სალადინმა, მუსლიმური ძალების მეთაურმა ვერ შეძლო ამის მოთმენა და გაემართა რენოს ციხე-სიმაგრისაკენ.
ალყა და დამხმარე ძალები
მუსლიმები უკვერამდენიმე წელი იყო ცდილობდნენ კერაკის ხელში ჩაგდებას, მაგრამ ამჯერად მათ მოახერხეს ჯვაროსანთა ციხეზე მძლავრი შეტევა. ცხრა კატაპულტი ანგრევდა ქალაქის კედლებსა და მოსახლეთა სახლებს.
კედლებს შიგნით მიმდინარეობდა სამეფო ქორწილი, ონფრუა IV ტორონელსა (რენოს გერი და მემკვიდრე) და ისაბელას შორის (ბალდუინ IV-ის ნახევარდა). საქორწინო ცერემონიების გაგრძელებასთან ერთადნ სალადინმა ბრძანება გასცა, რომ არ ესროლათ ლოდები ცერემონიის გამართვის ადგილის მიმართულებით, არამედ სხვა ადგილებისაკენ. შიკრიკებმა მოახერხეს ქალაქიდან გაქცევა და ბალდუინისთვის ყველაფრის შეტყობინება.
ბალდუინი დაუყოვნებლივ გაემართა დამხმარე ძალებით კერაკისაკენ. მას თან ახლდა რეგენტი რაიმონ III. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მეფე ბავშვობიდანვე იტანჯებოდა ავადმყოფობით, მან გადაწყვიტა პირადად ეხელმძღვანელა არმიისათვით. იგი საკაცით მიიყვანეს კერაკამდე. ბალდუინის ჩასვლისას სალადინი ჯერ კიდევ საფორტიფიკაციო ნაგებობების წინააღმდეგ იბრძოდა. სალადინი მიხვდა, რომ კერაკის კედლებსა და სამეფო არმიას შორის ბრძოლაში განადგურდებოდა და ალყა მოხსნა.
შედეგები
1184 წელს სალადინი კვლავ მიადგა კერაკს, მაგრამ ბრძოლა იგივე შედეგით დამთავრდა. კერაკი კვლავ რჩებოდა ჯვაროსანთა დასაყრდენ პუნქტად უკიდურეს აღმოსავლეთით 1188 წლამდე, სანამ იგი მუსლიმთა კონტრო ქვეშ არ აღმოჩნდა.[1] კერაკის ალყის შემდეგ ჯვაროსნებს კვლავ მოუწიათ სხვა ალყების მოგერიება, ერთ-ერთი ასეთი იყო იერუსალიმზე შეტევა და მისი დაცემა 1187 წელს.
ლიტერატურა
- Reston, James, Jr. Warriors of God. New York: Anchor Books, 2001. ISBN 0-385-49562-5
- Smail, R. C. Crusading Warfare, 1097—1193. New York: Barnes & Noble Books, (1956) 1995. ISBN 1-56619-769-4
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 Kerak, Jordan. ციტირების თარიღი: 2016-02-20
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|