შინაარსზე გადასვლა

აღულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აღულები (საკუთარი სახელწოდება агъулар) — დაღესტნის სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ხალხი (აღულის, ქურახის რაიონები). რაოდენობა დაახლოებით 30 000 კაცი (2002). ცხოვრობენ 4 ხეობაში (აღულდერე, ქურახდერე, ყოშანდერე და ხპიუყდერე). ლაპარაკობენ აღულურ ენაზე. ყოფითა და კულტურით ლეზგებს ენათესავებიან. რელიგია — სუნიტური ისლამი. მეურნეობის მთავარი დარგებია: მეცხვარეობა და მებაღეობა, მისდევენ აგრეთვე მემინდვრეობას.

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=აღულები&oldid=80665“-დან