ბაგრამი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბაგრამი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ხედი ბაგრამის ბაზარზე | |||||
| |||||
ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size = }} | ||||
შიდა დაყოფა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მმართველი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
დაარსდა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
პირველი ხსენება | [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] | ||||
ფართობი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ცენტრის სიმაღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ოფიციალური ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მოსახლეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+ 4.30 | ||||
სატელეფონო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საფოსტო ინდექსი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საავტომობილო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ოფიციალური საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ბაგრამი (დარი. بگرام Bagrām, ასევე ბეგრამი) — ისტორიული ქალაქი ავღანეთში. განლაგებულია ქაბულის ჩრდილოეთით 60 კილომეტრში, ბაგრამის ოლქში, ფარვანის პროვინცია.
ისტორია
აღნიშნულ ტერიტორიაზე ანტიკური ხანიდან არსებობდა ქუშანთა ქალაქი ქაფისი, რომელიც ღორბანდისა და ფანჯშერის ხეობების კვეთაზე, თანამედროვე ჩარიქართან ახლოს მდებარეობდა. ამ ისტორიული ქალაქის გეოგრაფიულმა განლაგებამ იგი აქცია საკვანძო გადასავლელად აბრეშუმის გზაზე. ქალაქი არსებობდა ძველი წელთაღრიცხვით II საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვით IV საუკუნის შუა ხანებამდე. ძვ. წ. 500-იანი წლების შუა ხანებში სპარსეთის აქემენიანთა დინასტიის კიროს II დიდმა საკების წინააღმდეგ ლაშრობისას ქალაქი გაანადგურა. განადგურებული ქალაქი მალევე აღადგინა კიროსის მემკვიდრემ, დარიოს I-მა. ძვ. წ. 320-იან წლებში ალექსანდრე დიდმა დაიკავა ქალაქი და დააარსა ციხე-ქალაქი „კავკასიის ალექსანდრია“. ახალი ქალაქი აშენდა ჰიპოდამის გეგმის მიხედვით, რომელიც იყო ბერძნული ქალაქგეგმარების დამახასიათებელი ნიშანთვისება — აგურის კედლები კუთხეებში გაძლიერებული კოშკებით. მთავარი ქუჩა ესაზღვრებოდა სავაჭრო და სახელოსნო ობიექტებს. მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ ძვ. წ. 323 წელს ქალაქი გადაეცა ალექსანდრეს მხედართმთავარ სელევკეს, რომელმაც ძვ. წ. 305 წელს ქალაქი ინდოეთის მაურიელებს მიჰყიდა. მას შემდეგ რაც მაურიელები დაამხო სუნგას დინასტიამ ძვ. წ. 185 წელს, ბერძნულ-ბაქტრიული სამეფოს ლაშქარი დემეტროს I ბაქტრიელის მეთაურობით შეიჭრა და დაიკავა ჩრდილოდასავლეთი ინდოეთი (თანამედროვე პაკისტანი).
1936 წლიდან გათხრებს აწარმოებდნენ ფრანგი არქეოლოგები ჟ. აკენი, შემდეგ რ. გირშმანი. ქალაქი აშენებული იყო რეგულარული გეგმით და გარს ერტყა კოშკებიანი გალავანი. გაითხარა მთავარი ქუჩა, სასახლე და საცხოვრებელი სახლები. აღმოჩნდა ადგილობრივი და შემოტანილი (ინდოეთიდან, რომიდან, ჩინეთიდან) თიხის, მინისა და ბრინჯაოს მხატვრული ნაკეთობანი. სასახლეში ნაპოვნ სპილოს ძვლის ფირფიტებზე ამოკვეთილია მოცეკვავე ქალების ფიგურები.
თანამედროვეობა
ბაგრამში მდებარეობს სტრატეგიული მნიშვნელობის ბაგრამის ავიაბაზა, რომლიდანაც ხორციელდება აშშ-ის საჰაერო მოქმედებები ავღანეთში. 3000 მეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აშენდა 1976 წელს და იგი იყო საბჭოთა საჰაერო ძალების უმსხვილესი ბაზა 1979-1989 წლებში ავღანური კამპანიის დროს. ბაგრამის აეროდრომის ტერიტორიაზე განთავსებულია სამი მსხვილი ანგარი, საკონტროლო კოშკი და უამრავი სხვა ნაგებობა. ავიაბაზაში ერთდროიულად შეიძლება განთავსდეს 110-მდე საფრენი აპარატი. 2015 წლის მდგომარეობით ბაგრამის ავიაბაზაზე ბაზირებს აშშ-ის საჰაერო ძალების 455-ე საექსპედიციო ფრთა. ბაგრამში ასევე მდებარეობს ფარვანის საპყრობილე. ეს იყო უკანასკნელი საპატიმრო დაწესებულება ავღანეთში, რომელიც იმყოფებოდა შეერთებული შტატების მთავრობის განკარგულებაში. ფარვანის საპყრობილე დაუბრუნდა ავღანურ მთავრობას 2013 წლის 25 მარტს. საპყრობილე ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოხვდა პატიმრებზე ძალადობის ბრალდებით, მათ შორის შეშფოთებას პატიმრებთან მოპყრობის გამო გამოხატავდა უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1977. — გვ. 127.