შინაარსზე გადასვლა

ბეწვიანი მამონტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეწვიანი მამონტი
ესკიზის შექმნის შეცდომა:
ბეწვიანი მამონტის ჩონჩხი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  ხორთუმიანები
ოჯახი:  სპილოსებრნი
გვარი:  მამონტები
სახეობა:  ბეწვიანი მამონტი
ლათინური სახელი
Mammuthus primigenius
დაცვის სტატუსი

შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს

<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???
ბეწვიანი მამონტის ილუსტრაცია

ბეწვიანი მამონტი (ლათ. Mammuthus primigenius) — ამომწყდარი ძუძუმწოვარი ცხოველი სპილოსებრთა ოჯახისა. სიდიდით თანამედროვე სპილოს არ აღემატებოდა, მაგრამ უფრო მასიური იყო (სიმაღლე 2,5-3,5 მ, მასა 7 ტ-მდე); ჰქონდა მოკლე კიდურები, ხშირი და გრძელი ბეწვით დაფარული სხეული. გრძელი ეშვების მხოლოდ წვერები იყო დაფარული მინანქრით. ძირითადი კბილები გვირგვინი შედგებოდა თხელი და მაღალი ფირფიტებისაგან.

იკვებებოდა უხეში მცენარეული საკვებით. მამონტი დამახასიათებელია ანთროპოგენის კონტინენტური ნალექებისათვის. ცნობილია დასავლეთ ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის შუა და ზედა პლეისტოცენიდან. მამონტი ქვის ხანის ადამიანის თანადროული ცხოველი იყო. უძველეს ადამიანთა სადგომებში ხშირად პოულობენ მის ძვლებს, კედლებზე მოხატულ სურათებსა და სკულპტურულ გამოსახულებებს. ციმბირსა და ალასკაზე ნაპოვნია მზრალ ნიადაგში დაცული 40-ზე მეტი ლეში, 1901 წელს მდინარე ბერიოზოვკის პირას ნაპოვნი ეგზემპლარი გამოიკვლიეს ანატომიურად, ჰისტოლოგიურად, ბიოქიმიურად, შეისწავლეს საკვების ნარჩენები პირის ღრუში და კუჭის შიგთავსში. ჩონჩხი და ფიტული ინახება ქალაქ სანქტ-პეტერბურგში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიურ მუზეუმში. მამონტების ეშვები ძირითადად მხატვრული ნაკეთობებისათვის გამოიყენება.

ფოსილური ნარჩენები ცხადყოფს, რომ მამონტები აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ვრცელ ტერიტორიებზე ბინადრობდნენ. ევროპაში იტალია, როგორც ჩანს, ამ ცხოველების არსებობის არეალის უკიდურესი სამხრეთი იყო. ციმბირში მამონტების ძვლები იმდენად დიდი რაოდენობით აღმოაჩინეს, რომ შუა საუკუნეებში ის ჩინეთსა და ევროპაში გაჰქონდათ.

რუსმა მეცნიერებმა დეტალურად გამოიკვლიეს აღმოჩენილი მამონტის შინაგანი ორგანოები. ეს ცხოველი რუსეთის არქტიკულ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ რეგიონში, იამალ-ნენთაში, ყინულის საფარქვეშ გაუხრწნელი იპოვეს. „მამონტებსა თუ ნებისმიერ სხვა პრეისტორიულ ცხოველებს შორის ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგად შენახული ცხოველის გვამია“ — აღნიშნა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ ალექსეი ტიხონოვმა. კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ, რომლითაც ადამიანის ორგანიზმსაც აშუქებენ, მამონტის სხეულზე არანაირი დაზიანება არ აჩვენა. მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ცხოველი, როგორც ჩანს, დაახრჩო შლამმა, რადგან მამონტის სასუნთქი გზები და საჭმლის მომნელებელი სისტემა გადაკეტილი იყო.

2002 წელს ციმბირში, ყინულებში იპოვეს, გადაშენებული მამონტი. სოფელ იუკაგირის მახლობლად აღმოჩენილ ამ მამონტს, რომელსაც, შესაბამისად, იუკაგირის მამონტი უწოდეს, ორი ეშვი და ნახევრად ღია თვალები ჰქონდა. თავზე მას ჯერ კიდევ ჰქონდა კანი, რომელიც ბეწვით იყო დაფარული.

რესურსები ინტერნეტი

ლიტერატურა