შინაარსზე გადასვლა

ბიძერები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბიძერები (Byzeres) — ძველი ტომი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. იხსენიებიან ძვ. წ. IX—XIII საუკუნეებში ურარტულ წყაროებში „უიტერუ(ხი)“-ის ან „უიტირუ(ხი)“-ის ფორმით. ებრძოდნენ ურარტუს. მეფე სარდურ II-მ ბიძერების ქვეყანა (შესაძლოა, მისი ერთი ნაწილი) თავისი სამეფოს პროვინციად აქცია (ააგო აქ ციხესიმაგრე და დანიშნა თავისი ნაცვალი). ძველი ბერძნული წყაროების მიხედვით, ბიძერები ცხოვრობდნენ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს მახლობლად, მდინარე ჭოროხის სამხრეთით, ნაწილობრივ კი პონტოს მთებშიც. ამ ტომის სახელი შემორჩა ისტორიულ საქართველოს ერთ-ერთ ოლქს და მის ცენტრს — ოძრ(ა)ჴეს, რომელიც ახლანდელი დაბა აბასთუმნის მიდამოებში მდებარეობდა.

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ბიძერები&oldid=24621“-დან