შინაარსზე გადასვლა

სანიგები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სანიგები, სანიხები, სანიკები — ძველი დასავლურ-ქართული ტომი. პირველად იხსენიებენ I-II საუკუნეების ავტორები — პლინიუსი, არიანე, მემნონი. მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით სანიგები იგივე ზანები (მეგრელ-ჭანები) იყვნენ, სხვების აზრით — სვანები. არსებობს ასევე მოსაზრება, რომ სანიგები ჯიქები (საძები) იყვნენ. პლინიუსისა და არიანეს ცნობით სანიგები სებასტოპოლისის (ახლანდელი სოხუმი) მიდამოებში ცხოვრობდნენ. სტეფანე ბიზანტიელის ცნობით სანიგები სკვითები არიან, რომლებიც აბაზგების მახლობლად ცხოვრობენ.[1] სანიგებს იხსენიებს „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ ავტორიც, მაგრამ მასთან „სანიგ“ ეთნიკური სახელი მოქმედი არ უნდა იყოს და არ უნდა ასახავდეს მის დროს არსებულ ვითარებას.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სქოლიო

  1. ყაუხჩიშვილი ს., ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. III, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: ტფილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1936. — გვ. 284.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=სანიგები&oldid=53409“-დან