ბრუცა
იერსახე
ბრუცა (ლათ. Spalax) — ძუძუმწოვარი ცხოველების გვარი ბრუცასებრთა ოჯახისა. აქვთ 35 სმ-მდე სიგრძის მსხვილი სხეული, რუდიმენტული თვალები. ცხოვრობენ მიწაში, სადაც გრძელი საჭრელი კბილებით თხრიან სავალებს. იკვებებიან მცენარეთა მიწისქვეშა ნაწილებით. საქართველოში (წალკაში, ახალქალაქის ზეგანზე) გვხვდება ერთი სახეობა — თეთრკბილა ბრუცა (Spalax leucodon). გვარში გაერთიანებულია 13–15 სახეობა.[1][2]
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1977. — გვ. 542.
სქოლიო
- ↑ ბრუცა (TSN 632622). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.
- ↑ ბრუცა — Encyclopedia of Life
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted