ბურუნდუკი
იერსახე
ბურუნდუკი (ლათ. Tamias sibiricus, ადრე Eutamias sibiricus) — ძუძუმწოვარი ცხოველი ციყვისებრთა ოჯახისა. სახეულის სიგრძეა 17 სმ, კუდისა 12 სმ. ბინადრობს აზიისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის ტყეებში. იკვებება წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეების თესლით, სოკოებით და სხვა. აზიანებს მარცვლეულის ნათესებსა და ბოსტნეულს. ბურუნდუკი ზამთარში ძილქუშს ეძლევა. რეწვის ობიექტია (იყენებენ ბეწვს).
ქვესახეობები
მოიცავს შემდეგ ქვესახეობებს:[1]
- Tamias sibiricus sibiricus
- Tamias sibiricus asiaticus
- Tamias sibiricus lineatus
- Tamias sibiricus okadae
- Tamias sibiricus ordinalis
- Tamias sibiricus orientalis
- Tamias sibiricus pallasi
- Tamias sibiricus senescens
- Tamias sibiricus umbrosus
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1977. — გვ. 584.
სქოლიო
- ↑ Tamias (Eutamias) sibiricus Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, Mammal Species of the World, 3rd ed.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted