შინაარსზე გადასვლა

გერგეტი (სტეფანწმინდა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

ფაილი:Gergeti from Church 01.jpg
გერგეტი

გერგეტი — უბანი დაბა სტეფანწმინდაში, ყოფილი სოფელი, მდებარეობს მდინარე ჩხერის (თერგის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1800 მ.

ისტორია

ესკიზის შექმნის შეცდომა:
ერთ-ერთი ქუჩა გერგეტში

გადმოცემის მიხედვით ანდრია მოციქულმა აქ აღმართა ჯვარი.[1] გერგეტი ისტორიული ხევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასახლება იყო. ის გაშენებული იყო დარიალის გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთის გასწვრივ და ჩართული იყო ხევის სათავდაცვო სისტემაში. გერგეტში შემორჩენილია XVII-XVIII საუკუნეების სათავდაცვო კოშკები. მის ტერიტორიაზეა გალავნით შემოზღუდული ხუროთმოძღვრული კომპლექსი — გერგეტის სამების ეკლესია, რომელიც XIV საუკუნეს განეკუთვნება. ბაგრატ V-მ ტაძრის დაცვა გერგეტელებს ჩააბარა და მათ საყდრისშვილობა უბოძა. 1966 წელს გერგეტი შეუერთდა დაბა ყაზბეგს.

ისტორიული ძეგლები

ფაილი:View of Gergeti Trinity Church and Mount Kazbeg from Stepantsminda, Georgia - 53390648915.jpg
გერგეტის სამების ეკლესია და მყინვარწვერი

გერგეტის დასავლეთით, ტყეში დგას ოხარეშის წმინდა გიორგის ეკლესია. ესაა გეგმით მოკლე ოთხკუთხედის ფორმის შენობა. ნაგებია მოზრდილი ქვებით და ალაგ-ალაგ გამოყენებულია ფიქალი. აღმოსავლეთის კირით შელესილი კედელი დაზიანებულია. სახურავის და კედლების დიდი ნაწილი ჩაქცეულია. კარი დასავლეთიდან აქვს, თუმცა ადრე ვიწრო კარი სამხრეთიდანაც ჰქონია და შემდგომ ამოუშენებიათ. ეკლესიას შიგნიდან, აღმოსავლეთის კედლის გაყოლებით აქვს თარო, რომელიც გამოიყენებოდა სასანთლედ.

გერგეტის დასავლეთით მდებარეობს ნინოწმინდას ნიში. ესაა ფიქალით ნაშენი და კირით შეთეთრებული ოთხკუთხა სვეტის ფორმის მასიური ნაგებობა, ფასადით ჩრდილოეთისკენ. კედელში არის მაღალი თაღოვანი თახჩა. მის შიდა მხარეს აქვს ორნამენტი და წარწერა, რომელიც არ იკითხება.

გერგეტის დასავლეთით, მაღალი მთის დავაკებაზე, სათიკნიაის ადგილზე იდგა ორი კოშკი. შემდეგ იქ ქალთა სალოცავი მოუწყვიათ. ერთმანეთის გვერდით მდგარ ორ პატარა ნაგებობას ოთხკუთხა სვეტის ფორმა აქვთ. ერთი ოდნავ უფრო დიდია. ისინი ფიქალის მშრალი წყობითაა ნაშენები. მოზრდილ ნაგებობას ფასადი დასავლეთით აქვს. მეორე ნაგებობის კედლები ყრუა.

დემოგრაფია

1926 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 464 კაცი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1926[2] 464 199 265

ლიტერატურა

სქოლიო

  1. ითონიშვილი ვ. „ხევის ტოპონიმიკა“ გვ. 130 — თბილისი, „მეცნიერება“, 1971
  2. სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 18.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted