შინაარსზე გადასვლა

სტეფანწმინდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაბა
სტეფანწმინდა
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სტეფანწმინდის ხედი გერგეთის სამებიდან
დეა მუსხელიშვილის ფოტო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted


Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size =

}}
[[მხარე (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მხარე]] მცხეთა-მთიანეთის მხარე
[[მუნიციპალიტეტი (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მუნიციპალიტეტი]] ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
შიდა დაყოფა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მმართველი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაარსდა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პირველი ხსენება [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]]
ადრეული სახელები ყაზბეგი
ამჟამინდელი სტატუსი 1966
ფართობი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ცენტრის სიმაღლე 1750
ოფიციალური ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოსახლეობა 1326[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საფოსტო ინდექსი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საავტომობილო კოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ოფიციალური საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

სტეფანწმინდა (ყოფილი ყაზბეგი) — დაბა საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები, სასტუმროები.

გეოგრაფია

მდებარეობს მდინარე თერგის ხეობაში, მყინვარწვერის ძირში, ზღვის დონიდან 1750 მეტრზე. თბილისიდან 157 კმ., ვლადიკავკაზიდან 46 კმ.

სტეფანწმინდაში ზომიერად ნოტიო ჰავაა. იცის შედარებით მშრალი, ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 4,9 °C, იანვრის — 5,2 °C, ივლისის — 14,4 °C. აბსოლუტური მინიმუმი — -34 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი — 34 °C. ნალექების წლიური რაოდენობაა 790 მმ.

დაბიდან 2 კილომეტრში მოედინება სამკურნალო და სუფრის მინერალური წყალი ყაზბეგი, რომელიც სასარგებლოა საჭმლის მომნელებელ ორგანოთა დაავადების დროს.

ისტორია

ფაილი:Mount Kazbek in Georgia. 1890s.jpg
სტეფანწმინდა და მყინვარწვერი 1890-იან წლებში.

სტეფანწმინდის მიდამოები ჯერ კიდევ ძვ.წ. VI-V საუკუნეებში იყო დასახლებული, რასაც მოწმობს 1877 წელს ყაზბეგთან აღმოჩენილი ყაზბეგის განძი. ესაა დაახლოებით 200 ნივთი, რომლის შემადგენლობაში იყო აქემენიდური ხელოვნების ნიმუშები. ყაზბეგის განძი კავკასიის ძველი ტომების რელიგიურ კულტს უკავშირდება. განძის დიდი ნაწილი მოსკოვის ისტორიულ მუზეუმში ინახება, მცირე ნაწილი – სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

სტეფანწმინდა გაშენებული იყო მდინარე თერგის მარჯვენა მხარეს, ხოლო მარცხენა მხარეს მდებარეობდა სოფელი გერგეტი. XVIII საუკუნეში სტეფანწმინდა იყო ხევის ოთხი სამოურავოდან ერთ-ერთის ცენტრი. დაბის სტატუსი მიენიჭა 1966 წელს და მას შეუერთდა სოფელი გერგეტი. შეიქმნა ყაზბეგის სადაბო საბჭო, რომელშიც ასევე შევიდა სოფლები გველეთი და ცდო. საბჭოთა პერიოდში ყაზბეგში მოქმედებდა მეცხოველეობის კოლმეურნეობა, სტამბა, სამრეწველო კომბინატი, ბოტანიკის ინსტიტუტის მაღალმთის სტაციონარი.

2006 წელს დაბა ყაზბეგს დაუბრუნდა მისი ყოფილი სახელი[3]. 2011 წელს დაიწყო ჰიდროელექტროსადგურ „ლარსი ჰესის“ მშენებლობა. ჰესის დადგმული სიმძლავრე 19 მგვტ-ია, ხოლო წლიური გამომუშავება 100 მლნ კვტ/საათს შეადგენს. ჰესი დერივაციული ტიპისაა და ექსპლუატაციაში 2014 წელს შევიდა.

ლეგენდა

ხალხური გადმოცემის მიხედვით თავდაპირველად ხალხი ყუროს გავაკებაზე ცხოვრობდა. ვინმე ღრუბელა ფიცხელაური დაქვრივების შემდეგ ბერობას შედგომია სტეფანეს სახელით. ის ჯერ ბეთლემის, შემდეგ კი ყუროს გამოქვაბულში მოღვაწეობდა. აქ ხალხმა მისთვის ააშენა „წითელი ეკლესია“. ერთ დღე ყუროდან ტალახის ნიაღვარი წამოსულა. სტეფანე ბერს ზარების რეკვით გაუფრთხილებია ხალხი, რომელსაც გახიზვნა მოუსწრია. მოვარდნილმა ტალახმა სოფელი წალეკა. ხალხმა ახალი დასახლება გააშენა და ბერის პატივსაცემად სტეფანწმინდა დაარქვა.[4]

მოსახლეობა

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 1820[5]
2014 1326[1] ფაილი:Decrease2.svg

ღირსშესანიშნაობები

ფაილი:HDR shot of the Gergeti Trinity Church, Kazbek, Georgia (5709682587).jpg
გერგეტის სამება

სტეფანწმინდაში დაცულია ალექსანდრე ყაზბეგის მამისეული ორსართულიანი სახლი (ამჟამად მხარეთმცოდნეობის მუზეუმი) და კარის ეკლესია. სახლის წინ მწერლის საფლავია, დგას ბიუსტი. დაბის ცენტრში აღმართულია მისივე მონუმენტი (ბრინჯაო, 1959, მოქანდაკე ი. ოჩიაური, არქ. ი. ლეჟავა).

გერგეტის უბანში შემონახულია ფეოდალური ხანის ქვის დაბალი და მასიური სახლები. აქვეა XVII-XVIII საუკუნეების ორი კოშკი. გერგეტთან ახლოს დგას ოხარეშის წმინდა გიორგის ეკლესია, ნინოწმინდას ნიში და ყველაწმინდას (ქალების) ხატი. სტეფანწმინდიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარეს, მაღალ მთაზე მდებარეობს ქობციხე.

სტეფანწმინდას თავს დაჰყურებს გერგეტის სამების ეკლესია.

ლიტერატურა

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted