გვერდითი ქედი
გვერდითი ქედი | |
---|---|
იალბუზი | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | რუსეთი საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე კახეთის მხარე |
უმაღლესი წერტილი | იალბუზი |
სიმაღლე | 5642 მ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
თარგი:Nobr |
გვერდითი ქედი (რუს. Боковой хребет) — ქედი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით. იწყება მდინარე ლაბის სათავეებიდან და პარალელურად მიუყვება მთავარ წყალგამყოფ ქედს თითქმის მის აღმოსავლეთ დაბოლოებამდე. ქედი ნაწილობრივ საქართველოს ტერიტორიაზე გადის. გვერდითი ქედი უფრო მაღალია, ვიდრე მთავარი წყალგამყოფი ქედი. მასზე აღმართულია კავკასიონის უმაღლესი მწვერვალები (იალბუზი — 5642 მ, დიხთაუ 5203 მ, მყინვარწვერი 5033 მ და სხვა). გვერდითი ქედი არდონის ხეობით იყოფა დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად. დასავლეთი ნაწილი აგებულია პალეოზოური და რეიაული დანალექი ქანებით, დარიალის ხეობაში გაშიშვლებულია ზედაპროტეროზოური და პალეოზოური კრისტალური ფიქლები და გრანიტები, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში იურული თიხაფიქლებია. გვერდითი ქედის ცენტრალურ ნაწილში ძლიერი თანამედროვე გამყინვარებაა (მყინვარწვერისა და იალბუზის მყინვარები), თხემურ ზოლში ტიპური ალპური რელიეფია. კალთები შემოსილია მაღალი მთის მდელოებით.
ლიტერატურა
- დავით უკლება, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1997. — გვ. 609.