შინაარსზე გადასვლა

გიორგი VII (იმერეთის მეფე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი გიორგი VIIიმერეთის მეფე 1741 წელს, გიორგი VI-ისა და მამია III გურიელის ასულის თამარის ვაჟი.

ოსმალებმა გაამეფეს იმერეთში, მაგრამ იმავე წლის შემოდგომაზე თვითონვე გადააყენეს და ტახტი მის ძმას ალექსანდრე V-ს დაუბრუნეს. ალექსანდრე გიორგის მომხრეებს სასტიკად გაუსწორდა. გიორგი VII ოდიშს წავიდა. შემდეგ, როგორც ჩანს, სოლომონ I-ის დროს გიორგი VII იმერეთში დაბრუნდა, სადაც საბატონიშვილო მამულს ფლობდა. 1772 წელს ცოცხალი ჩანს.

ლიტერატურა