ლუარსაბ II
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
ლუარსაბ II | |
---|---|
ფაილი:KingLuarsab.jpg ფრესკა შიომღვიმეში | |
ქართლის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1606 |
მმართ. დასასრული: | 1615 |
წინამორბედი: | გიორგი X |
მემკვიდრე: | ბაგრატ VII |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1592 |
გარდ. თარიღი: | 1622 |
გარდ. ადგილი: | შირაზიირანის დროშა |
მეუღლე: | მაკრინე სააკაძე |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | გიორგი X |
დედა: | თამარ ლიპარიტიან-დადიანი |
ხელმოწერა: | ფაილი:Luarsab II khelrtva (vect).svg |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
ლუარსაბ II (დ. 1592 — გ. 1622) — ქართლის მეფე 1606-1615 წლებში. 14 წლისა მეფედ დაამტკიცა თბილისში მყოფმა შაჰ აბას I-მა უეცრად გარდაცვლილი გიორგი X-ის ნაცვლად. ლუარსაბ II-ს ირან-ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლა ევალებოდა. თავი გამოიჩინა ტაშისკარის ბრძოლაში (1609). 1610 წელს ლუარსაბ II ირანში ესტუმრა შაჰს, რომელმაც ამ ვიზიტის შედეგად მას დაუბრუნა თბილისის ციხე (ამ ციხეში ადრე ოსმალები, 1606 წლიდან კი ყიზილბაშები იდგნენ). 1611 წლის ბოლოს ლუარსაბ II-მ ცოლად შეირთო გიორგი სააკაძის და, რომელსაც დიდ თავადთა მოთხოვნით მალე გაეყარა, ამას მოჰყვა შეთქმულება სააკაძის წინააღმდეგ. ლუარსაბ II-ს ცოლი აღარ შეურთავს, თუმცა ქართლის სამეფო ტახტს პირდაპირი მემკვიდრე არ ჰყავდა. 1612 წელს ლუარსაბ II-მ მოაკვლევინა ყაზახის ხანი მოჰამედი, რომელიც შაჰის წაქეზებით მტრობდა ქართლს. იმავე წელს ლუარსაბ II-ის და ხორეშანი ცოლად შეირთო კახეთის მეფემ თეიმურაზ I-მა. ამით ქართლსა და კახეთს შორის შეიკრა კავშირი, რომლის მიზანი იყო ერთობლივი ბრძოლა ირანის მოსალოდნელი აგრესიის წინააღმდეგ. 1614 წლის დასაწყისში, შაჰ აბას I-ის შემოსევის დროს, ლუარსაბ II იმერეთში გადავიდა და სხვა ქართველ მეფეებთან ერთად ოსმალეთს სთხოვა დახმარება სეფიანთა წინააღმდეგ. 1614 წლის ოქტომბერში ლუარსაბ II შადიმან ბარათაშვილის მეცადინეობით ქართლში დაბრუნდა და შაჰთან მივიდა, რათა ქართლი აოხრებისაგან ეხსნა. შაჰმა 1615 წელს ლუარსაბ II ირანში წაიყვანა და ციხეში დაამწყვდია, რადგან მან გამაჰმადიანებაზე უარი თქვა. ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეთა თხოვნით ლუარსაბ II-ის გასათავისუფლებლად შაჰთან იშუამდგომლა რუსეთის ხელმწიფემ, მაგრამ უშედეგოდ. ლუარსაბ II შაჰის ბრძანებით შირაზის ციხეში საბლით მოაშთვეს. იგი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
ლიტერატურა
- ჯამბურია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 301.
ლუარსაბ II დაიბადა: 1592 გარდაიცვალა: 1622
| ||
წინამორბედი: გიორგი X |
ქართლის მეფე 1606–1615 |
შემდეგი: ბაგრატ VII |