გოლანის მაღლობები
იერსახე
გოლანის მაღლობები (ივრ: רמת הגולן რამატ ჰა-გოლან, არაბ: هضبة الجولان, ჰადბატუ ლ-ჯავლან ან مرتفعات الجولان, მურტაფა ატუ ლ-ჯავლან) — სადავო ტერიტორია ახლო აღმოსავლეთში. 1967 წლამდე შედიოდა სირიის პროვინცია კუნეიტრის შემადგენლობაში. ექვსდღიანი ომის მსვლელობისას დაიკავა ისრაელმა. 1981 წელს ისრაელის ქნესეთმა მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც გამოაცხადა თავისი სუვერენიტეტი ამ ტერიტორიაზე. თუმცა გაეროს უშიშროების საბჭომ თავისი რეზოლუციით არ აღიარა ეს აქტი. როგორც ისრაელი, ისე სირია გოლანის მაღლობებს მიიჩნევენ თავიანთ ტერიტორიად.
რესურსები ინტერნეტში
- გოლანის მაღლობების სამართლებრივი სტატუსი
- გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 497
- სირიის გოლანი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- გოლანის მაღლობები - ებრაული ენციკლოპედია