გუანახუატოს შტატი
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
დროშა |
გერბი |
ქვეყანა | ესკიზის შექმნის შეცდომა: მექსიკა |
დედაქალაქი: | გუანახუატო |
მუნიციპალიტეტი | 46 |
უდიდესი ქალაქი | ლეონი |
შექმნის თარიღი | 20 დეკემბერი 1823 |
გუბერნატორი | ხუან მანუელ ოლივე რამირესი |
ფართობი | 30 491 კმ² |
მოსახლეობა (2005) | 4 893 812 |
დროის სარტყელი | CST (UTC-6) |
გუანახუატო — შტატი მექსიკაში, მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ მთიანეთში. შტატის სახელი მომდინარეობს მისი ამავე სახელწოდების დედაქალაქისგან, რომელსაც თავის მხრივ, ეს სახელი ადგილობრივი ინდიელების ენის გავლენით დაერქვა და ნიშნავს "ბაყაყების გორაკს". გუანახუატო ყოფილი პრეზიდენტის – ვისენტე ფოქსისა და კუბისტი მხატვრისა და მიურალისტის დიეგო რივერას მშობლიური შტატია.
ცენტრალური მექსიკისა და მექსიკის ყურის სანაპირო ზოლის შემდეგ, გუანახუატო იყო ერთ-ერთი პირველი, რომლის კოლონიზაციაც მოახდინეს ესპანელებმა 1520 წელს. ეს უპირველეს ყოვლისა ამ რეგიონში ვერცხლის საბადოების სიმრავლით იყო გამოწვეული. საკმაოდ კარგადაა შემონახული გუანახუატოს კოლონიური არქიტექტურა, მარტო მის დედაქალაქში, ამ პერიოდის 35 ეკლესიაა შემორჩენილი.
შტატის მნიშვნელოვანი ქალაქებია: სილაო, სან-ლუის-დე-ლა-პასი, აკამბარო, სელაია, ლეონი და ა.შ.
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი (ესპანური) (ინგლისური) (ფრანგული)
- ოფიციალური ფინანსური საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- რეგიონული ყოველდღიური გაზეთი
|