შინაარსზე გადასვლა

დაძიბაო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაილი:Futu-north-0059.jpg
თანამედროვე დაძიბაო

დაძიბაო (Script error: No such module "Lang-zh".; dàzìbào — „დიდი იეროგლიფებით დაწერილი გაზეთი“) — ხელით ნაწერი კედლის გაზეთი ჩინეთში. გამოიყენებოდა პროპაგანდისათვის, პროტესტის გამოსახატავად და ა. შ. დაძიბაოს დაწერის უფლება ასახულია 1975 წლის ჩინეთის კონსტიტუციაში.

ამ გაზეთების გამოყენება განსაკუთრებით აქტუალური გახდა კულტურული რევოლუციის პერიოდში. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1966 წლის 25 მაისს პეკინის უნივერსიტეტის ასპირანტმა ნე იუანცზიმ და მისმა მეგობრებმა გამოაქვეყნეს დაძიბაო, სადაც უნივერსიტეტის რექტორს და ლექტორებს უწოდეს „შავი ანტიპარტიული ბანდიტები“. მაო ძედუნმა მას უწოდა „პირველი მარქსისტული დაძიბაო ჩინეთში“.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=დაძიბაო&oldid=166657“-დან