დედოფალა
დედოფალა, სინდიოფალა (Mustela nivalis) — ძუძუმწოვარი ცხოველი კვერნისებრთა ოჯახისა. ერთ-ერთი ყველაზე პატარა მტაცებელი. მისი სხეულის სიგრძეა 13-26 სმ, კუდისა — 1,4-9 სმ, წონა — 30-250 გ-მდე. აქვს ხშირი, მოკლე ბეწვით დაფარული მეტად მოქნილი სხეული.
გავრცელებულია ევროპაში, აზიაში (გარდა სამხრეთისა), ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოშიც ბევრგან გვხვდება. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ორი: დიდი კავკასიური დედოფალა (M. n. dinniki), ბინადრობს უფრო მთიან ადგილებსა და ტყეებში, და მცირე კავკასიური დედოფალა (M. n. caucasica), ბინადრობს მეტწილად ღია ადგილებში. ხშირად ორივე ქვესახეობა ერთსა და იმავე ადგილზე გვხვდება.
იკვებება თაგვისებრი მღრღნელებით. მრავლდება წლის ნებისმიერ დროს. შობს 3-9 ნაშიერს. მავნე მღრღნელების განადგურებით სარგებლობა მოაქვს სოფლის მეურნეობისათვის.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1978. — გვ. 433.
- ენუქიძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2012.