დეიზმი
დეიზმი (ლათ. deus — „ღმერთი“) — რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება. დეიზმი აღიარებს ღვთის, როგორც სამყაროს პირველმიზეზის არსებობას, მაგრამ (თეიზმის საწინააღმდეგოდ) უარყოფს პერსონიფიცირებულ ღმერთს, გამოცხადებას და ღვთის განგებას და საერთოდ, ყოველგვარ ღვთისმეტყველურ, დოგმატურ მოძღვრებებს. დეისტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სამყაროს შექმნის შემდეგ ღმერთი არ ერევა მოვლენათა მსვლელობაში; სხვა დეისტები თვლიან, რომ ღმერთი მაინც ახდენს გავლენას მოვლენებზე, თუმცა ბოლომდე არ მართავს მათ. დეიზმის შიგნით მრავალი მიმართულებაა და მისი საზღვრების ზუსტად დადგენა შეუძლებელია, რადგან თვითონ დეიზმის კონცეპცია არ სთავაზობს მკაცრს კანონებს. ამავდროულად დეიზმი მიიჩნევს, რომ გონება, ლოგიკა და ბუნებაზე დაკვირვება ღვთისა და მისი ნების შეცნობის ერთადერთი გზაა. დეიზმი დიდად აფასებს ადამიანის გონებასა და თავისუფლებას. დეიზმი ცდილობს მეცნიერებისა და ღვთის არსებობის იდეის ჰარმონიაში მოყვანას და არა ღვთისა და მეცნიერების დაპირისპირებას.
დეიზმმა დიდი მნიშვნელობა XVII და XVIII საუკუნეებში, განმანათლებლობის ეპოქაში მოიპოვა, განსაკუთრებით ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და აშშ-ში. იგი პოპულარული იყო, ინტელექტუალებში რომლებიც აღზრდილნი იყვნენ, როგორც ქრისტიანები და სწამდათ ერთი ღვთის, მაგრამ არ ემხრობოდნენ ორგანიზებულ რელიგიასა და არ სწამდათ ზებუნებრივი მოვლენები, ისეთები როგორებიცაა სასწაული, წმინდა წერილების შეუცდომლობა ან სამება.[1]
დეიზმი მოდის ლათინური სიტყვა deus-იდან, რომელიც ლათინურად ღმერთს ნიშნავს. დეისტურ იდეებს გავლენა ჰქონდათ ამერიკული და ფრანგული რევოლუციის რამდენიმე თვალსაჩინო ლიდერზე.[2] ამჟამად არსებობს დეიზმის მათავარი ორი ფორმა: კლასიკური და თანამედროვე დეიზმი.[3]
ლიტერატურა
- კიკნაძე ზ., „რელიგია“ // „რელიგიები საქართველოში“, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 19-21, ISBN 978-9941-0-0902-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- English Deism: Its Roots and Its Fruits by John Orr (1934)
- European Thought in the Eighteenth Century by Paul Hazard (1946, English translation 1954)
- A History of English Thought in the Eighteenth Century by Sir Leslie Stephen, 2 volumes (1876, 3rd ed. 1902)
- A History of Freethought: Ancient and modern, to the period of the French revolution by John Mackinnon Robertson (1915
რესურსები ინტერნეტში
- The Deist Alliance Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- A Critical Examination at Deism
- Center for Reasoned Spirituality Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- The Origins of English Rationalism
- Deism Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ Thomsett, Michael C. (2011). Heresy in the Roman Catholic Church: A History. McFarland, გვ. 222. ISBN 978-0-7864-8539-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. ციტირების თარიღი: 2013-05-16.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Hardwick, J. Modern Deism. J. Hardwick. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-08. ციტირების თარიღი: 2010.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted